1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რიზ რიკ რიმ რიო რიპ რის რიტ რიშ რიჩ

რიმლენდი

გეოპოლიტიკის ტერმინი. იგივეა რაც, სანაპირო ზონების თეორია, რომლის ავტორებად ითვლებიან ინგლისელი მეცნიერი ჰელფორდ ჟორჟ მაკინდერი და ამერიკელი გეოპოლიტოლოგი ნიკოლას სფიქმენი. ეს თეორია ეყრდნობა გლობალური პლანეტარული სივრცის სტრუქტურირების ორიგინალურ სქემას, რომელშიც მსოფლიო წარმოდგენილია კონცენტრული წრეების სისტემის სახით. ამ სისტემის ცენტრშია ე.წ. „ჰარტლენდი“ („გულიმიწა“), რომელსაც მაკინდერმა „ისტორიის გეოგრაფიული ღერძი“, იგივე „ღერძული არეალი“ უწოდა. შემდეგ მოდიან ე.წ. „შიდა ნახევარმთვარე“, რომელიც გეოგრაფიულად ემთხვევა ევრაზიის სანაპირო სივრცეებს, და „გარე, კუნძულოვანი ნახევარმთვარე (აშშ, ინგლისი, კანადა და სხვა). მაკინდერის აზრით, ისტორიის მიმართულებას განსაზღვრავს ის, რომ, მსოფლიო სივრცის იერარქიული ხასიათიდან გამომდინარე, „შიდა ნახევარმთვარის“ ზონა განიცდიდა მუდმივ ზეწოლას როგორც „ჰარტლენდის“ ტელუროკრატიული ღერძიდან, ისევე „გარე ნახევარმთვარის“ თალასოკრატიული ღერძიდან. ამის გამო „რიმლენდი“ „გაორებულია და მუდმივად განიცდის დაპირისპირებულ კულტურათა ზეგავლენას. იგი გაცილებით მოძრავია და ამიტომაც იქცა ცივილიზაციის განვითარების პრიორიტეტულ ადგილად“ (1,31-33). მაკინდერის თეორია კიდევ უფრო გააღრმავა და სრულყო ამერიკელმა გეოპოლიტოლოგმა ნ. სფიქმენმა. მან გაცილებით მაღალი შეფასება მისცა „სანაპირო ზონების“ ისტორიულ ფუნქციას და წამოაყენა გეოპოლიტიკური ფორმულა: „ის ვინც ბატონობს „რიმლენდზე“, ბატონობს მთელს მსოფლიოზე“(3,78).
Source: კულტურათაშორისი კომუნიკაციები. №1,-თბ,- 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9