1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რიზ რიკ რიმ რიო რიპ რის რიტ რიშ რიჩ

რისკი

  1. დაურწმუნებლობა საკუთარი მოქმედებების შედეგებში; ანუ დამანგრეველი შედეგების ვერგამოთვლის შესაძლებლობა, რომელიც ინდივიდუალური ნებისაგან დამოუკიდებლად შეიძლება მოხდეს. პრინციპში, ეს ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი აღმოუფხვრელი თანამგზავრია, მაგრამ მაღალი მოდერნიზმის პირობებში ის ახალ მასშტაბებს და შესაძლებლობებს იძენს. მაღალი მოდერნულობის შემთხვევაში წარმოიშობა საფრთხესთან ერთად ცხოვრების გარდაუვალობა, რომელიც გამოსულია არა მარტო ინდივიდების კონტროლიდან, არამედ დიდი ორგანიზაციების და სახელმწიფოების კონტროლიდანაც. ეს საფრთხე უმაღლესი ინტენსივობისაა და ემუქრება მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს, და პოტენციურად მთლიანად კაცობრიობას. მაღალი მოდერნულობის რისკი განსხვავდება წინა გამოცდილებებიდან როგორც სუბიექტურ, ასევე ობიექტურ დონეებზე. ორივე დონეზე არსებობს რისკის ბევრად უფრო ძლიერი შეგრძნება, ვიდრე წარსულში. ობიექტურ დონეზე შეიმჩნევა
    Source: თევზაძე გიგი - ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002
  2. განუსაზღვრელობის დონე შედეგის წინასწარ განჭვრეტაში (პროგნოზირებაში).
    Source: მენეჯმენტის საფუძვლები: [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ.] / გიორგი შუბლაძე, ბაბულია მღებრიშვილი, ფიქრია წოწკოლაური. - თბ.: უნივერსალი, 2008. - 288გვ.; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 286-287. - ISBN: 978-9941-12-295-8
  3. მმართველობით საქმიანობაში ტერმინი „რისკი“, როგორც წესი, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს ნეგატიური შედეგების შესაძლებლობა. ზოგიერთ სიტუაციაში რისკი განპირობებულია მოსალოდნელი შედეგის ან მოვლენის ცვლილებით. ცნობილია რისკის ბუნების კვლევის სამი გზა: ობიექტური, სუბიექტური და შერეული, ანუ ობიექტურ-სუბიექტური. ობიექტური მიდგომის მიმდევრები თვლიან, რომ რისკის შედეგების თავიდან აცილების მიზნით, ადამიანთა საქმიანობა უპერსპექტივოა, რადგან ბუნების ობიექტურ კანონებთან ბრძოლას აზრი არა აქვს. ამასთან, რისკის მართვის პროცესს ისინი განიხილავენ, როგორც ზარალის დათვლის და მისი კომპენსაციის მეთოდების განსაზღვრის პროცედურას. მოცემული კონცეფციის თანახმად, ობიექტურობა კატეგორიისა „ეკონომიკური რისკი“, გამოიხატება იმაში, რომ ეს ცნება დაკავშირებულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში რეალურად მომხდარ მოვლენებთან და პროცესებთან, რომლებიც ადამიანის ნებისა და ცნობიერებისგან დამოუკიდებლად არსებობენ. იმდენად, რამდენადაც ბევრი პროცესი ობიექტური ეკონომიკური კანონების და კანონზომიერებების ხასიათს ატარებს, რომელთა გავლენის აცილება რთულია, ამიტომ შეუძლებელია რისკის სიტუაციის აცილება. საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული სუბიექტური მიდგომაც, რომელიც ემყარება თეზისს, რომლის თანახმადაც, რისკი ყოველთვის სუბიექტურია იმდენად, რამდენადაც გვევლინება, როგორც შესაძლო ალტერნატივათა გათვალისწინებით მოვლენის, როგორც გაცნობიერებული არჩევანის შეფასება ადამიანის (სუბიექტის) მიერ. ამ თვალსაზრისით რისკის გამოვლინება კავშირშია ადამიანის ნებასა და ცნობიერებასთან და, შესაბამისად, სუბიექტურ ხასიათს ატარებს. შერეული, ანუ ობიექტურ-სუბიექტური მიდგომა თავის თავში აერთიანებს ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებს. რისკის ობიექტურ-სუბიექტური ბუნება აიხსნება იმით, რომ მისი წარმოშობა ხდება როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ხასიათის პროცესებით, რომელთა ზემოქმედების ხარისხი ადამიანის ნებაზე არ არის დამოკიდებული. რისკის არსში მისი ორი საწყისის გააზრება საშუალებას იძლევა ავირჩიოთ უფრო ეფექტური ხერხები და მეთოდები, რომლებიც პრაქტიკაში რისკისა და გაურკვევლობის პირობებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ოპტიმიზაციას ახდენენ.
    Source: ბიზნესი და კანონმდებლობა – [რედ.იური პაპასქუა], ოქტომბერი, 2009
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9