1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რწმ

რწმენა

  1. L. credere, ანუ cor dare გულის მიცემა
    რელიგიის საფუძველი. რელიგიას ხალხის (სოციუმის) რწმენა წარმოშობს. ამის გამო რწმენა, მორწმუნეობა და სარწმუნოება რელიგიისა და რელიგიურობის სინონიმებია. რწმენას ღრმა ანთროპოლოგიური საფუძვლები აქვს. ეს ის თვისებაა, რომელსაც იმედს და ნდობას ვუწოდებთ. იგი ადამიანის შინაგანი ბუნების ნაწილია და არა შეძენილი, მეორეული, გარედან შემოსული. შეიძლება ითქვას, რომ რწმენა ბაზისია და არა ზედნაშენი. ეს ნიშნავს, რომ რწმენა ანუ რწმენის უნარი ადამიანის სპეციფიკური ნიშანია, - ისეთივე ძირითადი მახასიათებელი ანუ განზომილება, როგორც აზროვნება, იარაღის კეთება, მორალურობა, პოლიტიკურობა (მოქალაქეობრიობა). ამ ხუთი ძირითადი ნიშნის გარეშე (აზროვნება, ვითარებასთან ადაპტაცია ანუ იარაღის კეთება, ზნეობა, საზოგადოებრიობა და რელიგიურობა) ორფეხა, ვერტიკალურად მავალი და მეტყველი არსება ადამიანად ვერ ჩაითვლება. თითოეული მახასიათებელი ყოფიერების განსაზღვრულ დარგს ქმნის: აზროვნება - მეცნიერებას (ფართო გაგებით), იარაღის მკეთებლობა ანუ, გნებავთ, თავის დაცვის იმპულსი - სტრატეგიასა და ტაქტიკას, პოლიტიკურობა - პიროვნებათა, კოლექტივთა, ერთა და სახელმწიფოთა ურთიერთობის ნაირფეროვნებას, მორალი - ეთიკას, ე.ი. ქცევის ნორმებს, რწმენა - რელიგიას...
    Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2002
  2. უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე რელიგია. იგი მოიცავს რელიგიას თუმცა არ არის შეზღუდული ამ უკანასკნელის ტრადიციული მნიშვნელობით. რწმენა, როგორც წესი, განისაზღვრება განსაზღვრული იდეის ან ფაქტის ჭეშმარიტების გონებრივ აღიარებად. საერთაშორისო დოკუმენტების თანახმად, ტერმინი რწმენა ფარავს არარელიგიური ადამიანების უფლებებსაც, როგორებიც არიან ათეისტები (რომელთაც არ სწამთ ღმერთი) ან აგნოსტიკოსები (რომელთაც არ შეუძლიათ გადაჭრით განაცხადონ, არსებობს თუ არა ღმერთი). რწმენის ისეთი ნაირსახეობები, როგორიცაა პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სამეცნიერო მრწამსი, არ ექცევა მოცემული დაცვის ფარგლებში
    Source: ნარინდოშვილი, მალხაზ, ადამიანის უფლებები / [ავტ. მალხაზ ნარინდოშვილი; რედ. გიორგი მელაძე] - [თბ.]: თავისუფლების ინ-ტი, [2005] - 119გვ.; 20სმ. - ISBN 99940-885-1-3: [ფ.ა.][MFN: 30981]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9