1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მობ მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოქ მოძ მოწ მოხ

მონაცემთა დაცვის დირექტივა

-- Datenschutzrichtlinie
ევროპის კავშირის საბჭოსა და პარლამენტის მიერ მიღებული ერთობლივი დოკუმენტი, მიმართული თხუთმეტივე წევრი სახელმწიფოსადმი. ამ დოკუმენტმა გაიზიარა ევროპული კონვენციის მიერ აღიარებული ყველა ძირითადი პრინციპი და განსაკუთრებულ დაცვას დაქვემდებარებული ინფორმაციის ცნება კიდევ უფრო გააფართოვა, რომელშიც მოიაზრება პიროვნული მონაცემები, დაკავშირებული რასობრივ და ეთნიკურ წარმომავლობასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ და ფილოსოფიურ მოსაზრებებთან ან რომელიმე კომპანიისადმი კუთვნილების საკითხთან, ასევე ინფორმაცია ჯანმრთელობისა და სექსუალური ცხოვრების თაობაზე. თუმცა მე-8 მუხლი აწესებს გარკვეულ გამონაკლისებსაც, კერძოდ, ინფორმაციის სუბიექტის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში ან, თუ მონაცემების გამჟღავნებას თავად ამ სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესები მოითხოვს და პირის ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობა არ იძლევა წინასწარი თანხმობის გაცხადების საშუალებას, ასევე სამედიცინო დიაგნოსტიკის შემთხვევაშიც. [...] დირექტივის 29-ე მუხლის საფუძველზე შეიქმნა მონაცემთა დაცვის ჯგუფი (Datenschutzgruppe), რომელსაც გააჩნია საკონსულტაციო ფუნქციები. ჯგუფი თავის მოსაზრებებს აწვდის კომისიას, რომელიც, თავის მხრივ აცნობებს მას, თუ რა დასკვნები გამოიტანა წარდგენილი მოსაზრებებიდან. კომისია თავის მოხსენებას წარუდგენს ევროპის პარლამენტსა და საბჭოს. ჯგუფი ასევე ამზადებს ყოველწლიურ მოხსენებებს თანამეგობრობის მასშტაბით და მესამე ქვეყნებში პირადი მონაცემების დაცვის შესახებ, რომელიც წარედგინება კომისიას, პარლამენტსა და საბჭოს.
Source: ვაშაყმაძე მინდია, პირად მონაცემთა სამართლებრივი დაცვა/ //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9