1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მობ მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოქ მოძ მოწ მოხ

მონოთელიტობა

თელემა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ,,ნებას’’. მონოთელიტობა არის მოძღვრება, რომ მაცხოვარს - ერთ პირს, ერთ ჰიპოსტასს, ერთ გვამს -აქვს ერთი ნება და ერთი მოქმედება (ენერგია). ასე რომ, ეს თეორია ნებას მიიჩნევს ჰიპოსტასის და არა ბუნების ანუ არსების თვისებად. მართალია, დიოფიზიტების მსგავსად, იგი აღიარებს ორ ბუნებას ერთ ჰიპოსტასში, მაგრამ ერთმანეთისაგან თიშავს ბუნებას და ნებას; მიაჩნია, რომ ორი ბუნება, ერთი ჰიპოსტასის შესაბამისად, ერთიანდება ღმერთკაცებრივ ნებაში, ქმედებაში, საქმეში.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9