1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მობ მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოქ მოძ მოწ მოხ

მონოფიზიტობა

  1. Gk. monos – ერთი, physis – ბუნება
    ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ერთბუნებიანობას (მონე ,,ერთი’’ და ფიუსის ,,ბუნება’’). ერესიარქებად ითვლებიან დიოსკორე და ევტიქი. გამოჩენის დღიდანვე იგი დაიყო რამდენიმე შტოდ იაკობის, პეტროსის, სევეროზის, თეოდოსისა თუ გაიანეს მოძღვრებათა მიხედვით. მონოფიზიტობა - ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ერთბუნებიანობას (მონე ,,ერთი’’ და ფიუსის ,,ბუნება’’). ერესიარქებად ითვლებიან დიოსკორე და ევტიქი. გამოჩენის დღიდანვე იგი დაიყო რამდენიმე შტოდ იაკობის, პეტროსის, სევეროზის, თეოდოსისა თუ გაიანეს მოძღვრებათა მიხედვით.
    Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
  2. მიმართულებაა ქრისტიანობაში, რომელიც აღიარებს ქრისტეს მხოლოდ ერთ ბუნებას, რაც ეწინააღმდეგება ქალკედონის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებას – დიოფიზიტურ პოზიციას ქრისტეში ორი ბუნების შესახებ. მონოფიზიტობის შემცვლელი ტერმინია მიაფიზიტობა (ბერძ. mia – ერთი, physis – ბუნება), რომლითაც, აგრეთვე, აღნიშნავენ არაქალკედონური მრწამსის ეკლესიების დიოფიზიტურ ქრისტოლოგიას. ტერმინი „მიაფიზიტობა“ შემოღებულია, რათა თავიდან იქნეს არიდებული ნეგატიური კონოტაცია, რომელიც ახლავს ტერმინ „მონოფიზიტობას“, როდესაც მას ქალკედონის ქრისტოლოგიის მაღიარებელი ეკლესიის წარმომადგენლები იყენებენ (ორი ბუნება, ერთი ჰიპოსტასი). ტერმინი დაფუძნებულია წმინდა კირილე ალექსანდრიელის ცნობილ გამონათქვამზე: „ღვთის სიტყვის ერთგვაროვანი განკაცებული ბუნება“.
    მონოფიზიტური მიმართულება 433 წელს ბიზანტიაში ჩამოყალიბდა და დანარჩენ ქრისტიანობას 451 წელს ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ გამოეყო. ამ მიმართულებას საფუძველი ჩაუყარა კონსტანტინოპოლის ერთერთი დიდი მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ევტიქიმ (დაახ. 378454 წწ.).
    მონიფიზიტობა ასწავლის, რომ თავიდან ცალცალკე არსებობდა ქრისტეს ორი ბუნება – ღმერთის და კაცის, მაგრამ განკაცების შემდეგ ეს ორი ბუნება შეერთდა და მხოლოდ ღვთაებრივი ბუნება დარჩა. ზოგიერთი მონოფიზიტი მიიჩნევს, რომ ქრისტეში ადამიანურისა და ღვთაებრივის შერწყმამ წარმოქმნა რაღაც სხვა, ახალი და განსაკუთრებული ბუნება.მონოფიზიტები სვამდნენ კითხვას ქრისტეში ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების შეერთების შესახებ, უარყოფდნენ ამ ორი ბუნების თანაარსებობას და აღიარებდნენ, რომ ქრისტეში ღვთაებრივმა შთანთქა ადამიანური ბუნება და ამ სახით ევნო კაცობრიობისათვის არა ღმერთკაცი (როგორც ამას ამტკიცებენ დიოფიზიტი ღვთისმეტყველები), არამედ ღმერთი.
    ტერმინი „მონოფიზიტობა“ მხოლოდ VII საუკუნის ბოლოდან მკვიდრდება. მონოფიზიტების სწავლება გავრცელდა ბიზანტიის აღმოსავლეთ პროვინციებში, სადაც ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი მოკვდავი ღმერთის კულტი. V საუკუნის ბოლოს მონოფიზიტებმა დაიკავეს ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრიარქო საყდრები. VI საუკუნეში სწავლება გავრცელდა ნუბიასა და არაბეთში.
    Source: რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბ., 2008.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9