1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მობ მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოქ მოძ მოწ მოხ

მორალი

  1. შუა საუკუნეების მენტალობის ცნობილი მკვლევრის - ი. გურევიჩის მიხედვით, „მორალი... იმდენად ინდივიდის თვისება არაა, რამდენადაც თვისება, რომელიც გააჩნია მის ოჯახს, გვარს, სოციალურ ფენას. ინდივიდის უფლება-მოვალეობა ჯგუფის მიერ ინდივიდის შეფასებისგან განუყოფელია“. აქედან გამომდინარე, ინდივიდისთვის თავისი ქცევის შეფასების ძირითადი კრიტერიუმია შეფასება ჯგუფის მიერ („რას იტყვის ხალხი“), რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა სულ არ ემთხვეოდეს მის ინდივიდუალურ, პირად მოსაზრებებს.
    Source: სურმანიძე ლ. ძალადობა და გენდერი, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],– ქართული კულტურის ზოგიერთი ორიენტაცია. – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი, – თბ., – 2002.
  2. ეთიკის, ღირებულებების, წესების დაცვის საკითხები და პიროვნებისთვის დამახასიათებელი სიტუაციის აღქმა. პიროვნების მიერ გავლებული ზღვარი მისაღებ და მიუღებელ ქცევას შორის. მორალი ხშირად ასოცირდება სინდისთან.
    Source: სადამრიგებლო საათის პროგრამა I-IV კლასების მოსწავლეთათვის: (დამრიგებლის წიგნი): საუბრები მოსწავლეებთან პიროვნების მორალურ განვითარებაზე, გარემოსდაცვით კულტურასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე, მოქალაქეობრივ, პატრიოტულ ცნობიერებასა და სხვა ზოგადსაკაცობრიო ჰუმანურ ღირებულებებზე / ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი; [წიგნი მოამზადეს: ნინო ლაბარტყავა, ნინო ლორთქიფანიძე; პ/მგ რედ. ნინო ლაბარტყავა]. - თბ., 2010.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9