1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მობ მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოქ მოძ მოწ მოხ

მოსამართლეთა კონფერენცია

  1. მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო.
    Source: სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
  2. თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ქარტიით, რომელსაც იუსტიციის საბჭოს წარდგინებით თვითონვე ამტკიცებს. კონფერენციის ორგანიზაციული სტრუქტურა შემდეგნაირია: ა) ადმინისტრაციული კომიტეტი, რომელიც შედგება მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 9 მოსამართლისგან, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და შეიმუშაოს აქტები საერთო სასამართლოების ადმინისტრირების საკითხებზე. ის აქტებს დასამტკიცებლად წარუდგენს მოსამართლეთა კონფერენციას. ბ) საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ დანიშნული მმართველი მოსამართლეებისა და მოსამართლეთა კონფერენციის მიერ 5 წლის ვადით არჩეული სხვა მოსამართლეებისგან შედგება, პასუხისმგებელია საერთო სასამართლოებში ადმინისტრირების პოლიტიკის გატარებასა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებაზე. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. გ) სადისციპლინო საბჭო, რომლის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი ცალკე კანონითაა განსაზღვრული. ახალმა კანონმდებლობამ გაითვალისწინა მოსამართლეთა თვითმმართველობის ისეთი ორგანო, როგორიცაა მოსამართლეთა კონფერენცია, რომლის მოწვევა ხდება ექვს თვეში ერთხელ საქართველოს ყველა მოსამართლის მონაწილეობით (გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა). მოსამართლეთა კონფერენცია ისმენს საკოორდინაციო საბჭოს, სადისციპლინო კომიტეტისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავჯდომარეთა ყოველწლიურ ანგარიშს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ. კონფერენციას შეუძლია მიმართოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საქართველოს მატერიალურტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავჯდომარის გადაყენების მოთხოვნით. კონფერენცია საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით იღებს სამოსამართლო ეთიკის კოდექსს.
    Source: სასამართლო ხელისუფლება საქართველოში : მიმოხილვა ქართ. და ინგლ. ენ. - [თბ. : ALPE], 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9