1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მობ მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოქ მოძ მოწ მოხ

მოსამართლის თანაშემწე

  1. იღებს მოქალაქეებს და მათ განცხადებებს, ამზადებს საქმეებს სასამართლო განხილვისათვის და მოსამართლის დავალებით ასრულებს საქმის სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებულ სხვა სამუშაოებს. თანაშემწე საკმაოდ მაღალ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამდებობაზე დანიშვნის დროს. მაგალითად, მას უნდა ჰქონდეს იურიდიული განათლება და, ამასთან, გავლილი უნდა ჰქონდეს სამთვიანი სასწავლო კურსი სამოსამართლო სწავლების ცენტრში, ანდა მოსამართლედ, გამომძიებლად, პროკურორად, ან ადვოკატად მუშაობის ერთი წლის გამოცდილება. 1997 წელს მიღებულმა ორგანულმა კანონმა ,,საერთო სასამართლოების შესახებ” სასამართლო სისტემაში მოსამართლის თანაშემწის ინსტიტუტი დაამკვიდრა.
    Source: სასამართლო ხელისუფლება საქართველოში : მიმოხილვა ქართ. და ინგლ. ენ. - [თბ. : ALPE], 2002
  2. მოსამართლის დავალებით ამზადებს სისხლის სამართლის საქმეს სასამართლო სხდომაზე განსახილველად, პროცესის მონაწილეებს ატყობინებს სასამართლო სხდომის დროსა და ადგილს, ამზადებს საპროცესო დოკუმენტების ასლებს და, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მათ გადასცემს სამართალწარმოების მონაწილეებს, უზრუნველყოფს ნივთიერ მტკიცებულებათა დაცვაშენახვას, მოსამართლეს უწევს სხვა ტექნიკურ დახმარებას.
    Source: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9