1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მობ მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოქ მოძ მოწ მოხ

მოტივი

მოტივაციის შედეგად რაიმეს შესახებ ჩამოყალიბებული აზრის ჭეშმარიტების შინაგანი განცდა, რწმენა და შესაბამისი პრაქტიკული დამოკიდებულება, მოქმედების განწყობა, რაც შემდეგ რეალიზაციას განიცდის მოქმედებაში. მოტივაცია ადამიანის ყოველგვარი მოქმედებისა და ქცევის საიდუმლოებათა გასაღებია. ყოველ კონკრეტულ ვითარებაში მისი საშუალებით ყალიბდება; მოთხოვნილება, ინტერესი, მიზანი, მოტივი - რწმენა, გადაწყვეტილება, შესაბამისი შინაგანი ცვლილებები და განწყობა, რაც შემდგომ საგნობრივად და თვალსაჩინოდ გარეთ მიმართულ პრაქტიკულ მოქმედებაში, ქცევასა და მის შედეგებში ვლინდება. მოტივაცია პრობლემურ ვითარებაში შინაგანი იდეალური მოქმედებაა. მისი მიზანია მოცემული ვითარებისათვის სუბიექტის მიერ ყველაზე მიზანშეწონილი და გამართლებული მოქმედების დასაბუთება, რაც, ყოველთვის წინ უძღვის რა ნებისმიერ პრაქტიკულ მოქმედებას, განსაზღვრავს მის მიმართულებასა და შინაარსს. ნებისმიერი მოქმედების მოტივაციისა და პრობლემურ ვითარებაში პრაქტიკული მოქმედების პირველადი განხორციელების შედეგად მოტივაციის განვითარების ეტაპებისა და დინამიკურ ფაქტორთა ახალი ფუნქციონალური სისტემა წარმოიშობა, რაც მოქმედების შედეგების დადებითი უკუკავშირის შემთხვევაში თანდათანობით მტკიცდება და პიროვნების თვისებად იქცევა. ასე ყალიბდება პიროვნების ახალი თვისებები. მოტივაცია, როგორც სუბიექტის შინაგანი იდეალური მოქმედება მსჯელობებისა და დასკვნების საფუძველზე ხორციელდება, რომლის მთავარი შედეგი საგნებისა და მოვლენების შესახებ გარკვეული აზრისა და მისი რწმენის ჩამოყალიბებაა.
Source: კიკნაძე დიმიტრი. დანასაულებრივი ქცევის მოტივაციის სისტემური გაგებისათვის // ალმანახი №13, [სისხლის სამართალის კრიმინოლოგიის პრობლემები],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9