1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მობ მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოქ მოძ მოწ მოხ

მოქალაქე

  1. კონსტიტუციური სამართლის მიხედვით, პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე მიეკუთვნება განსაზღვრულ სახელმწიფოს. მოქალაქეს გააჩნია უფლებები, თავისუფლებები და აკისრია მოვალეობები. თავისი სამართლებრივი მდგომარეობით კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქე განსხვავდება ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეობის არმქონე პირთაგან; კერძოდ, მხოლოდ მოქალაქეს აქვს პოლიტიკური უფლებები და თავისუფლებები.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
  2. ვიწრო სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს იმ სახელმწიფოს მაცხოვრებელს, სადაც კანონი იცავს ადამიანების მოქალაქეობრივ და პოლიტიკურ უფლებებს და სადაც ადამიანებს საკუთარი მოვალეობები აქვთ სახელმწიფოს წინაშე. ეს მოვალეობებია ქვეყნის კანონების დაცვა, ერთიან ხარჯებში წვლილის შეტანა, ქვეყნის დაცვა მტრის თავდასხმის შემთხვევაში. მოქალაქეობა განსხვავდება ეროვნებისგან ანუ ეთნიკური იდენტურობისგან. მოქალაქეს, როგორც საზოგადოების წევრს, შეუძლია გავლენა მოახდინოს, მონაწილეობა მიიღოს მის განვითარებაში და წვლილი შეიტანოს მის კეთილდღეობაში. ამგვარად, მოქალაქე არის როგორც უფლებების და მოვალეობების „მიმღები“, ასევე „მონაწილე“, რომელიც მონაწილეობას ღებულობს იმ ჯგუფის ცხოვრებაში, რომლის ნაწილადაც თავს აღიქვამს. მოქალაქეობის ერთ-ერთი ადრეული კონცეფცია უკავშირდება ძველი საბერძნეთის ქალაქსახელმწიფოებს, სადაც „მოქალაქეებად“ ითვლებოდნენ ის ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ სახელმწიფოს საქმეებში მონაწილეობის კანონიერი უფლება. თუმცა მოსახლეობის მხოლოდ პატარა პროცენტი ითვლებოდა მოქალაქეებად: მონებს და ქალებს უბრალო ნივთებად თვლიდნენ, ხოლო უცხოელები საერთოდ არ შედიოდნენ ამ სიაში. იმ თავისუფალი ადამიანებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ მოქალაქის პრივილეგირებული სტატუსი, „მოქალაქეობრივი ღირსება“ ან „კარგი მოქალაქეობა“ მნიშვნელოვანი იყო. ამ ტრადიციამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა იმ პასუხისმგებლობებს, რომლებსაც მოქალაქეობა აკისრებდა მოქალაქეებს. მოქალაქეობის ასოცირება ეროვნულ კუთვნილებასთან მეცხრამეტე საუკუნეში წარმოიშვა, როდესაც ევროპის მთელი მასშტაბით ჩნდებოდა ეროვნული სახელმწიფოები და როცა „მოქალაქის“ სამართლებრივი სტატუსი ხშირად უკავშირდებოდა ეროვნულ სახელმწიფოს, მაშინაც კი, როცა აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე ეთნიკური წარმოშობის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. ამ პერიოდში მოქალაქეობასა და პატრიოტიზმს შორის კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდა. მოქალაქეობის ლიბერალური გაგება, რომელიც საფრანგეთის რევოლუციასთან ერთად წარმოიშვა, ყურადღებას ამახვილებდა ყველა მოქალაქისთვის უფლებების მინიჭების მნიშვნელობაზე, კონსტიტუციის ერთგულებაზე და არა ეთნიკურ წამომავლობაზე. რაც უფრო მეტ ადამიანს ეძლეოდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, სამართლიანობა და პოლიტიკური უფლებები უფრო მეტი ადამიანისთვის იქცეოდა რეალობად. მეოცე საუკუნეში „სოციალური მოქალაქეობის“ მხარდამჭერები უფრო შორს წავიდნენ და აღიარეს, რომ მოქალაქეებს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები სახელმწიფოსგან უნდა ჰქონოდათ მინიჭებული. გასულ საუკუნეში მდიდარი სახელმწიფოების აღმავლობა მნიშვნელოვანწილად იმ მოაზროვნე ადამიანებს უნდა უმადლოდეს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მოქალაქეების უფლებები მათ საარსებო და სამუშაო პირობებსაც უნდა გულისხმობდეს.დღეს მოქალაქეობას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს, რომლებიც ურთიერდაკავშირებული და ურთიერდამოკიდებულია. „აქტიური მოქალაქეობა“ გულისხმობს მუშაობას უკეთესი საზოგადოების შექმნის მიმართულებით ეკონომიკურ ცხოვრებაში, სახელმწიფო სამსახურში, ნებაყოფლობით საქმიანობაში მონაწილეობის გზით და სხვა ისეთი საქმიანობით, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ყველა წევრის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. ევროპის საბჭო ტერმინით „მოქალაქე“ აღნიშნავს „საზოგადოებაში სხვა ადამიანებთან ერთად მცხოვრებ ადამიანს“. „ეროვნული სახელმწიფოს“ ნაცვლად სიტყვა „თემი“ უკეთესად მიესადაგება იმ ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო გარემოს, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს.
    Source: ფლაუერსი, ნენსი. კომპასიტო: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ბავშვებისათვის/ რედ. და თანაავტ. ნენსი ფლაუერსი; სახელმძღვ. მომზადებაში მონაწილეობდნენ: მარია ემილია ბრედეროდე-სანტოსი [და სხვ.]; საბოლოო რედ. ჟუჟანა სელენი; ილ. დაიანა ნეგი; [მთარმგნ.: თამარ მიქაძე, ანა გეგეჭკორი; რედ. დავით გელაშვილი] - [თბ., 2009]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9