მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობა არის ამა თუ იმ სახელმწიფოს მოქალაქე და ეს ანიჭებს მათ გარკვეულ პრივილეგიებს ან უფლებებს. მოქალაქეობა პიროვნებებს ასევე აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს სახელმწიფოს მიმართ მისი იურისდიქციის ფარგლებში. ამდენად, მოქალაქეები ასრულებენ გარკვეულ ვალდებულებებს სახელმწიფოს წინაშე და სანაცვლოდ მოელიან მათი სასიცოცხლო ინტერესების დაცვას.
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004,
ხალხი მსჯელობს მოქალაქეობაზე უკვე ათასობით წელია და დღესაც კი არ არსებობს რაიმე აბსოლუტური შეთანხმება იმაზე თუ რას ნიშნავს ის ზუსტად. კანონიერი მოქალაქეობის კონცეფცია შედარებით მარტივი ჩანს: ის ჩვეულებრივ დაკავშირებულია ნაციონალურ სახელმწიფოსთან და განისაზღვრება ამ სახელმწიფოს კანონის მიხედვით. ალბათ ამიტომაც არის რომ ბევრისთვის მოქალაქეობის იდეა პირდაპირ არის დაკავშირებული პატრიოტიზმთან: „კარგი მოქალაქე” ხშირად განიხილება როგორც „კარგი პატრიოტი”. მაგრამ მოქალაქობის კონცეფცია ბევრად უფრო რთულია ვიდრე უბრალოდ პატრიოტიზმი. როგორც ეს ჩანს ამ იდეის ისტორიული წარმომავლობიდან, კარგი იქნებოდა გვახსოვდეს განსხვავება ერთის მიხრივ მოქალაქესა და მეორეს მხრივ სუბიექტს შორის გადავხედოთ მოქალაქეობის იდეის განვითარების მნიშვნელოვან ასპექტებს, რადგანაც ეს დაგვეხმარება გავიაზროთ მისი მნიშვნელობის სხვადასხვა ასპექტები, რომლებიც დღეს ფართოდ განიხილება * მოქალაქეობის წარმოშობის კვალს მივყავართ ანტიკურ საბერძნებთამდე, სადაც „მოქალაქეები” იყვნენ ისინი, ვისაც უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფოს საქმეებში. მაგრამ ყველა არ იყო მოქალაქე: ქალები და მონები უბრალო სუბიექტები იყვნენ. მათ ვისაც ჰქონდათ მოქალაქის პრივილეგირებული სტატუსი, მათთვის „სამოქალაქო კეთილისმყოფელი” ან „კეთილსინდისიერი მოქალაქე“ ამ კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ამ ტრადიციამ მიგვიყვანა იმ მოვალეობების ხაზგასმამდე, რომლებიც მოქალაქეებს უნდა შეესრულებინათ. * მოქალაქეობის გაიგივება ეროვნულ თვითმყოფადობასთან ბუნებრივად აღმოცენდა იმ ფაქტიდან, რომ მოქალაქის სამართლებრივი სტატუსი ყოველთვის დაკავშირებული იყო ნაციონალურ სახელმწიფოსთან, სწორედ აქედან გამომდინარეობს კავშირი მოქალაქეობასა და პატრიოტიზმს შორის. * მოქალაქეობის ლიბერალური გააზრება, რომელიც ჩამოყალიბდა XIX საუკუნეში ხაზს უსვამდა უფლებების მნიშვნელობას ყველა მოქალაქისათვის. ამ პრივილეგიის თანდათანობით განვრცობასთან ერთად პოლიტიკური უფლებები და სამართლიანობა მოსახლეობის მზარდი ნაწილისათვის რეალობა გახდა. * მე-20 საუკუნეში „სოციალური მოქალაქეობის” მხარდამჭერები უფრო შორს წავიდნენ და აღიარეს, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც მოქალაქეები უნდა მოელოდნენ სახელმწიფოსაგან. სოციალურად უზრუნველყოფილი სახელმწიფოს ფორმირება გასულ საუკუნეში დიდად უმადლოდა მოაზროვნეებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მოქალაქეების უფლებები უნდა გავრცელებულიყო ცხოვრების და მუშაობის პირობებზე და არ უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ „დიდ პოლიტიკაში” მონაწილეობით. * „მრავალ მოქალაქეობის” კონცეფცია უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობს და საშუალებას იძლევა, რომ ადამიანები ერთდროულად იყვნენ ერთზე მეტი სახელმწიფოს ან სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის მოქალაქეები. მაგ. ევროკავშირის განვითარებასთან ერთად წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები თანდათან უფრო მეტ უფლებებს და მოვალეობებს იღებენ მთლიანად კავშირის მიმართ, ვიდრე ჰქონდათ მხოლოდ მათ სახელმწიფოსთან მიმართებაში. * მოქალაქეობის კონცეფციის საბოლოო სტანდარტი, რომლის მნიშვნელობაც თანდათანობით იზრდება, მოიცავს განათლების იდეასაც. თუ მოქალაქეობა ტრადიციული გაგებით მოიცავს უფლებებით სარგებლობას და ასევე მოვალეობების შესრულებას, მაშინ შეიძლება განვაცხადოთ, რომ მოქალაქეებად არ იბადებიან, მოქალაქეებად ყალიბდებიან. მაგალითად, ერთგულება და პასუხისმგებლობა არის თვისებები, რომლებიც უნდა ისწავლებოდეს და ყალიბდებოდეს. მაშასადამე, თუ ეს თვისებები ფუნდამენტურია მოქალაქედ ყოფნისათის ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მაშინ „ნამდვილი” მოქალაქე უნდა აღიზარდოს ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით. დღეს უმრავლესობის მიერ მოქალაქეობის გააზრება მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილი 6-ვე კონცეფციის ელემენტებს თუმცა სხვადასხვა პროპორციით. ზოგიერთი ხაზს უსვამს „მოვალეობების” ელემენტს, ზოგი უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს „უფლებებს”, „პატრიოტიზმს” ან თვისებებს, რომლებიც უნდა გააჩნდეს „ნამდვილ” მოქალაქეს.
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004,
განსაზღვრავს მოქალაქეობის სამ კომპონენტს: 1. სამოქალაქო კომპონენტს, რომელიც მოიცავს პიროვნული თავისუფლების უფლებებს. 2. პოლიტიკურ კომპონენტს, მაგალითად, პოლიტიკური ძალაუფლების განხორციელებაში მონაწილეობის უფლება და საპარლამენტო სტრუქტურებში კენჭისყრასა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება 3. სოციალურ კომპონენტს, რომელიც დაკავშირებულია ღირსეული ცხოვრების უფლებასთან და განათლების, სამედიცინო მომსახურების, საცხოვრებელი პირობებისა და მინიმალური შემოსავლის მიღების თანაბარ უფლებასთან.
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004,
„მოქალაქეობა არის რთული და მრავალგანზომილებიანი რეალობა რომელიც უნდა განიხილებოდეს ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტში. არ შეიძლება მოქალაქეობაზე საუბარი იზოლირებულად, რადგანაც ამ იდეას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი როდესაც ის კავშირშია საზოგადოების ან პოლიტიკური სისტემის რეალურ მოთხოვნებთან. დემოკრატიული მოქალაქეობა კონკრეტულად ნიშნავს ინდივიდების აქტიურ მონაწილეობას უფლებების და ვალდებულებების სისტემაში, ანუ დემოკრატიულ საზოგადოებაში ბევრი მოქალაქეა“
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004,
პირის მყარი პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირი კონკრეტულ სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება ურთიერთსანაცვლო უფლებამოსილებათა ერთიანობით: სახელმწიფო აღიარებს მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, იცავს და მფარველობს მას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; თავის მხრივ, მოქალაქე ვალდებულია, იცავდეს და ასრულებდეს ქვეყნის კანონებს. მოქალაქეობის მოპოვება ხდება დაბადებით, მოქალაქეობის მიღებით (ნატურალიზაციით), კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქის უფლებათა დაცვას როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
სახელმწიფო წევრობა; ურთიერთობა პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის, რომელიც ორმხრივ უფლებებსა და ვალდებულებებს ეფუძნება.
Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.