1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მობ მოგ მოდ მოვ მოზ მოთ მოკ მოლ მომ მონ მოპ მორ მოს მოტ მოუ მოქ მოძ მოწ მოხ

მოწმე

  1. პირი, რომლისთვისაც ცნობილია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები. ჩვენებაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისათვის მოწმე პასუხს აგებს სისხლის სამართლის წესით.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
  2. მოწმედ შეიძლება გამოძახებულ იქნეს ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები. არ შეიძლება მოწმედ გამოიძახონ და დაკითხონ: ა) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის დამცველი; დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის ან იმ პირის წარმომადგენელი, რომლის მიმართაც გამოიყენება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება; ადვოკატი, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის ან წარმომადგენლობის მიღებამდე; ადვოკატი, რომელიც კომერციულ საწარმოს ან სხვა იურიდიულ პირს ემსახურებოდა, _ იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა დაცვის ან წარმომადგენლობის განხორციელებასთან თუ სხვა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით; ბ) სასულიერო პირი - იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად; გ) პირი, რომელსაც მცირეწლოვანების, ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიხსომოს და აღიდგინოს სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება; დ) ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი, თუ იგი არ დათანხმდება დაკითხვაზე, როგორც ბრალდების მოწმე.
    Source: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9