1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მუდ მულ მუნ მურ მუს მუტ მუქ მუღ მუშ მუჰ

მულა ომარი

,,თალიბანის” მოძრაობის ლიდერი. დაიბადა 1959 წ. კანდაგართან ახლოს მდებარე სოფელ ნოდეჰში, უბრალო გლეხის ოჯახში. წარმოშობით იგი ეკუთვნის გილზაის ჰოტაკის ტომს (თუმცა მისი ოჯახის თაობაზე ადგილობრივ მოსახლეებს თითქმის არაფერი სმენიათ). მან მოზარდობის პერიოდში სამუშაოს ძიებაში, ყანდაგარის პროვინციის სინგესარის სოფელში გახსნა პატარა მედრესე და გახდა სოფლის მოლა. მისი სასულიერო მოღვაწეობა ორჯერ იქნა შეწყვეტილი, პირველად, მაშინ როდესაც მოხდა საბჭოთა ინტერვენცია (იგი შეუერთდა ხალისის ,,იბნ-ე ისლამის” ორგანიზაციას და ომობდა მისი ეგიდით) და მეორეჯერ, როდესაც დაარსდა მოძრაობა თალიბანი. იგი ოთხჯერ იყო დაჭრილი და ამის გამო ცალი თვალით საერთოდ ვერ ხედავს. მისი დაარსებული მედრესე დღესაც ფუნქციონირებს და მასში სწავლობს მისი ხუთივე შვილი. მულა ომარს ჰყავს სამი ცოლი.
Source: მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9