1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მშე მშვ მშო მშრ

მშვიდობა

მშვიდობის კონცეფციას გააჩნია მნიშვნელოვანი კულტუროლოგიური განზომილებები. ტრადიციულად აღმოსავლურ კულტურებში მშვიდობას უფრო მეტი საერთო აქვს შინაგან მდგომარეობასთან (მშვიდობა ჩვენს გონებასა და გულში), მაშინ როდესაც დასავლეთ სამყაროში მშვიდობა გაგებულია როგორც ადამიანის გარეთ არსებული მდგომარეობა (ომების ან ძალადობის არარსებობა). მაგალითად, ინდოეთში სიტყვა მშვიდობა არის „შანტი” და გულისხმობს გონების სრულყოფილ წესრიგს ან გონების მშვიდობას. განდიმ თავის ფილოსოფია და სტრატეგია დაამყარა ე.წ. „ახიმსას“ კონცეფციაზე, რაც ნიშნავს ზოგადად ყოველგვარი საზიანოსაგან თავის შეკვებას. მან თქვა: „ახიმსა სიტყვა-სიტყვით ნიშნავს არა-ძალადობას. მაგრამ ჩემთვის მას აქვს უფრო მაღალი, უსასრულოდ მაღალი მნიშვნელობა. ის ნიშნავს, რომ შენ არ შეგიძლია აწყენინო ვინმეს, შენ არ შეგიძლია ბოროტი აზრების თავში გავლება, თუნდაც მათ მიმართ, ვისაც მტრებად მიიჩნევ. ვინც ამ დოქტრინას ასრულებს მისთვის მტრები არ არსებობს.” მაიას ტრადიციის მიხედვით მშვიდობა დაკავშირებულია სიმდიდრის ცნებასთან; ის დაკავშირებულია ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებს შორის სრულყოფილი ბალანსის იდესათან. არსებობს მშვიდობის მრავალი განმარტება. ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ძლიერი გავლენა მოახდინა, არის მსოფლიოში აღიარებული ნორვეგიელი მეცნიერის და ამ სფეროს მკვლევარის ჯონ გალტუნგის მიერ შემოთავაზებული მშვიდობის პოზიტიური და ნეგატიური გაყოფა. ნეგატიური მშვიდობა ნიშნავს ომის, კონფლიქტის არარსებობას სახელმწიფოებს შორის ან ერთი სახელმწიფოს ფარგლებში, მაგალითად, როგორიცაა ბალკანეთის ომი. მეორეს მხრივ პოზიტიური მშვიდობა ნიშნავს ომის ან კონფლიქტის არარსებობას, რომელიც ერწყმის თანასწორობას, სამართლიანობას, და განვითარებას. ჩვენ შეგვიძლია შევაჯამოთ ეს 2 ცნება შემდეგნაიარად: ომის არარსებობა = უარყოფითი მშვიდობა ომის არარსებობა + სოციალური სამართლიანობა და განვითარება = პოზიტიური მშვიდობა. ამგვარად, სოციალური სამართლიანობის მაღალი დონე და ძალადობის მინიმალური დონე ახასიათებს პოზიტიურ მშვიდობას. მაშინ როდესაც ზოგიერთი ფიქრობს, რომ ომის დასრულების შემდეგ ყველა პრობლემა გადაჭრილია, რეალურად სამუშაოს დიდი ნაწილი კვლავ შესარულებელი რჩება, კერძოდ, ქვეყნის აშენება და სტრუქტურების განვითარება, რომელიც მიგვიყვანს უფრო მეტ სოციალურ სამართლიანობამდე და განვითარებამდე ქვეყანაში მცხოვრები ყველა ადამიანის საკეთილდღეოდ. ამდენად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობა არ არის მხოლოდ განიარაღების საკითხი, არამედ ასევე დაკავშირებულია ხალხის ცხოვრებასთან.
Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9