1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მშე მშვ მშო მშრ

მშვიდობის დამყარება

E. Peacemaking
მას მიმართავენ კონფლიქტის დაწყების შემდეგ მის დასარეგულირებლად. ასეთი საქმიანობის ფარგლებში, კონფლიქტის მხარეების წარმომადგენლებს შორის შერიგების მიზნით, მშვიდობის მისაღწევად საჭირო პირობების შესამუშავებლად, ტარდება შეხვედრები და ღონისძიებები. მშვიდობის დაცვის ძალისხმევასა და მეომარ მხარეებს შორის სამხედრო მოქმედებების შეჩერებასთან ხშირად მჭიდროდ არის დაკავშირებული სამშვიდობო აქციები. ისინი შეიცავენ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასა და განაწილებას, კონსულტაციებს და სოციალ-პოლიტიკური და ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტაში დახმარების გაწევას. ასეთი სახის ოპერაციები ჩატარდა ანგოლაში, ტაჯიკეთში, ავღანეთსა და ბურუნდში. წარმატებული გამოდგა გაეროს სამშვიდობო საქმიანობა გვატემალაში, სიერა-ლიონესა და იემენში.
Source: ხუჯაძე ვალერი. კოსოვოს ომი და ახალი საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი უფრო მშვიდობიანი მსოფლიოსათვის // ალმანახი №15, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9