1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მშე მშვ მშო მშრ

მშვიდობის დაცვის ოპერაციები

E. ,,peacekeeping“
ტერმინი პირველად ხმარებაში შემოიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1965 წლის 18 თებერვალს. არსებული დოკუმენტების ოფიციალური ფორმულირების თანახმად, ოპერაციები ძირითადად გამოყენებულ უნდა იქნეს: 1) დაზავების პირობების, სამხედრო მოქმედებების ან ცეცხლის შეწყვეტის შესრულებაზე მეთვალყურეობისათვის; 2) კონფლიქტში მონაწილე შეიარაღებული ძალების დაშორიშორების უზრუნველსაყოფად; 3) გარედან შეიარაღებული ჩარევის თავიდან აცილების ან ასეთი ჩარევის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, კანონიერი მთავრობისათვის დასახმარებლად; 4) იმისათვის, რათა არ მოხდეს კონფლიქტის შემდგომი ინტერნაციონალიზაცია; 5) ჰუმანიტარული დახმარების გაწევის უზრუნველსაყოფად. გაეროს მშვიდობისდაცვითი ოპერაციებია არ უნდა გავაიგივოთ ე.წ. ,,იძულება მშვიდობისათვის“ და სამხედრო ჩარევის სხვა ფორმებთან. მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში უშიშროების საბჭო წევრ-სახელმწიფოებს ანიჭებს უფლებას გამოიყენოს ყველა საჭირო საშუალება ან მიიღოს მშვიდობის დარღვევის საშიშროების წინააღმდეგ სერიოზული ზომები, ძალის გამოყენების ჩათვლით, რათა გადაწყვეტილ იქნას შეიარაღებული კონფლიქტი. ასეთი უფლებამოსილებით აღჭურვილმა წევრ-სახელმწიფოებმა 1950 წელს, კორეის კონფლიქტის დროს შექმნეს სამხედრო კოალიცია, ხოლო 1990-იან წლებში ერაყის მიერ ქუვეითის დაპყრობის საპასუხოდ გამოყენებულ იქნა მსგავსი ოპერაცია. [...] მშვიდობის დაცვის ოპერაციებს აქვს თავისი ისტორია. 1945 წლიდან გაეროს ეგიდით 43 ოპერაცია ჩატარდა, აქედან 30 ორგანიზებული იყო უშიშროების საბჭოს მიერ 1988-1997 წლებში. ამჟამად მიმდინარეობს 17 ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობას იღებს 23 000 მშვიდობისდამცველი. პირველი ასეთი ოპერაცია იყო დაზავების პირობის შესრულებაზე გაეროს მეთვალყურეობის ორგანო, რომელიც 1948 წლის ივნისში შეიქმნა, რაც ისრაელს, პალესტინის არაბულ მოსახლეობასა და რიგ არაბულ სახელმწიფოებს შორის სამხედრო შეტაკებებით იყო გამოწვეული. მისი ოფიციალური მიზნები: უშიშროების საბჭოს მოთხოვნილების შესრულებაზე კონტროლი (რაც ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობდა); გაეროს, როგორც შუამავლის ხელშეწყობით ისრაელს, ეგვიპტეს, იორდანიას, ლიბანსა და სირიას შორის 1949 წელს ხელმოწერილი შეთანხმების პირობის დაცვაზე მეთვალყურეობის გზით მათთვის დახმარების გაწევა. ამას მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში სხვა ოპერაციები მოჰყვა.
Source: ამირანაშვილი გივი, სამშვიდობო ოპერაციები, როგორც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი საშუალება //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9