განცხადება ვისიმე კანდიდატურის მოხსნის შესახებ, ვისიმე არდაშვების შესახებ რამეში მონაწილეობის მისაღებად. სისხლის სამართლის პროცესსა და სამოქალაქო პროცესში პროცესის ზოგიერთი მონაწილის საქმის წარმოებისაგან ჩამოშორება სასამართლო განხილვისა და წინასწარი გამოძიების ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის მიზნით. მოსამართლე, მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, მომკვლევი, სასამართლო სხდომის მდივანი, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი და დამსწრე მონაწილეობას ვერ მიიღებენ საქმის წარმოებაში, თუ არის კანონით გათვალისწინებული გარემოებები, რაც საეჭვოს ხდის მათ ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005,