ეს კატეგორია შედგება ისეთი რეჟიმებისგან, რომლებიც თუმცა ფორმალურად არ აღიარებენ ერთ განსაზღვრულ ეკლესიას ქვეყნის ოფიციალურ რელიგიად, მაგრამ ადასტურებენ, რომ შესაბამის ეკლესიას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქვეყნის კულტურაში. ასეთი რეჟიმები ძირითადად დამახასიათებელია ისეთი ქვეყნებისათვის, სადაც კათოლიციზმი დომინანტურ პოზიციაშია, ხოლო კონსტიტუციები უახლოეს წარსულში იქნა მიღებული. მხარდაჭერილი ეკლესია სპეციალური აღიარებით სარგებლობს, თუმცა კონსტიტუციით სხვა ჯგუფებსაც თანაბარი დაცვა აქვთ მინიჭებული. ზოგიერთ შემთხვევაში მხარდაჭერილი ეკლესიის პირობებში არსებული რეჟიმი შედარებით უსაფრთხოა და მხოლოდ სახელმწიფოს ისტორიასა და კულტურაში ამა თუ იმ რელიგიური ტრადიციის მნიშვნელოვანი როლის აღიარებით შემოიფარგლება. სხვა შემთხვევებში მხარდაჭერის რეჟიმი მოქმედებს, როგორც დაწესებული ეკლესიის პრეროგატივების შენარჩუნების თვალთმაქცური მეთოდი, ლიბერალური მოდელის ფორმალურად შენარჩუნების ფონზე.
Source: ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004