1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პოე პოზ პოლ პომ პოპ პორ პოს პოტ

პოლიტიკური რეკლამა

საარჩევნო კამპანიის გადამწყვეტი ელემენტია. ესაა ტრადიციული პლაკატები, ტრანსფარანტები, ფურცლები თუ სატელევიზიო სარეკლამო რგულები. რეკლამა - ბაზრის კონკურენციის ინსტრუმენტია. პოლიტიკური რეკლამის ძირითადი ამოცანებია: - გარკვეული პოლიტიკური ძალების პოლიტიკური პლატფორმის არსი გადმოსცეს მისაწვდომი, ემოციური, ლაკონური, ორიგანული და ადვილად დასამახსოვრებელი ფორმით; განაწყოს ამომრჩევლები მის მხარდასაჭერად; - ჩამოაყალიბოს მასობრივ ცნობიერებაში ჩანერგოს გარკვეული წარმოდგენა მათი ხასიათის შესახებ; - შექმნას სასურველი ფსიქოლოგიური განწყობა, რაც განაპირობებს გრძნობების, სიმპათიების მიმართულებას და სემდეგ ადამიანის მოქმედებასაც. პოლიტიკური რეკლამა, ბუნებრივია ამარტივებს რთულ პოლიტიკურ პროგრამებს და ის უბრალო ალტერნატივებზე დაჰყავს, მაგრამ სწორედ ამის გამო ის უაღრესად მისაწვდომი და პოლიტიკური ბრძოლის ეფექტური ინსტრუმენტი ხდება.
Source: მაცაბერიძე მალხაზ, არჩევნები და პოლიტიკური მარლეტინგი. / საქ. ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ასოციაცია პლურალიზმის ცენტრი – თბ., 1997
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9