1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პოე პოზ პოლ პომ პოპ პორ პოს პოტ

პოლიტპატიმარი

ზოგი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის (მაგალითად, ,,Amnesty International”-ის) განსაზღვრის თანახმად, ,,პოლიტიკური პატიმარი“ შეიძლება იყოს პიროვნება, რომელმაც დანაშაული პოლიტიკური მიზეზებით ჩაიდინა. ,,Amnesty International” მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების დროულ, საჯარო და თანასწორ გასამართლებას. ამ განსაზღვრის მომხრეთა აზრით, პოლიტპატიმრობა არ გულისხმობს რაიმე პრივილეგიას ან განსაკუთრებულ სტატუსს. პოლიტპატიმრები კრიმინალები არიან; მაგრამ, ვინაიდან მათ დანაშაული პოლიტიკური მიზეზების გამო ჩაიდინეს, სასჯელი, ხელისუფლების პოლიტიკური მიზნების გამო, არ უნდა იყოს შეუფერებლად მკაცრი.
Source: ნიკოლაიშვილი გელა. ადამიანის უფლებები საქართველოში : კრიტიკული ანალიზი / გაეროს განვითარების პროგრამა-საქართველო - თბ., 1998
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9