1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პოე პოზ პოლ პომ პოპ პორ პოს პოტ

პოსტმოდერნისტული ფემინიზმი

  1. სერიოზულად უდგება ქალის ძალაუფლებას, ქალის ჩაგვრის და ქალის ბრძოლის საკითხებს, მაგრამ მიაჩნია, რომ ქალის და გენდერის გაგება გამარტივებულია. პოსტმოდერნისტულ ფემინიზმს მიაჩნია, რომ ყოველი ადამიანი მეტია, ვიდრე ქალი და კაცი. ჩვენ ყველას გვაქვს რასა, კლასი, კულტურული მემკვიდრეობა, ასაკი, და სხვა მრავალი თვისება, რომლებითაც აიგება ჩვენი იდენტობა, ქალები და მამაკაცები ამ და სხვა მაჩვენებლებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამდენად, ქალების პოლიტიკაში მონაწილეობაზე საუბარი დიდი გამარტივებაა, რადგან ქალთა განსხვავებული ჯგუფები არსებობს. ამიტომ, ქალები პოლიტიკაში ერთი ხმით ვერ ილაპარაკებენ, ყველგან უნდა ვაღიაროთ მათი განსხვავება.
    Source: ჯავახიშვილი ნინო, ფემინიზმის მიმართულებები, ფემინისტური და გენდერული მოძრაობა [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
  2. მისთვის მიუღებელია ფემინიზმის მიერ ქალების, როგორც განსხვავებული და მამაკაცებთან დაპირისპირებული ჯგუფის, დეფინიცია და სქესთაშორის განსხვავებაზე ფოკუსირება. პოსტმოდერნისტული ფემინიზმის მთავარ მიზანს სწორედ ისეთი დაპირისპირებების დეკონსტრუქცია წარმოადგენს, როგორიცაა მამაკაცი/ქალი (ან მამაკაცური/ქალური) ან თანასწორობა/განსხვავება. ამის ნაცვლად, პოსტმოდერნისტული ფემინიზმი გენდერული/სქესობრივი იდენტიფიკაციების არასტაბილურობაზე, მერყეობასა და ცვალებადობაზე აკეთებს აქცენტს.
    Source: სოლიდარობა №16(17),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9