1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პრეზიდენტი

(ლათ. praesidens თავში მჯდომი) - რესპუბლიკური მმართველობის ქვეყნებში სახელმწიფოს ან სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. იგი წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. ამ ფუნქციების შესასრულებლად პრეზიდენტს მინიჭებული აქვს ისეთი უფლებამოსილებები, როგორებიცაა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადება, უცხოეთის სახელმწიფოებთან მოლაპარაკების წარმოება, პარლამენტის თანხმობით საქართველოს ელჩებისა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლების დანიშვნა და გათავისუფლება, კონსტიტუციური შეთანხმების დადება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, პრემიერ-მინისტრის დანიშვნა, პრემიერ-მინისტრისათვის მთავრობის წევრის - მინისტრის დანიშვნაზე თანხმობის მიცემა, მთავრობის გადაყენება, საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადება, მსჯავრდებულის შეწყალება და სხვა. ამავე დროს, პრეზიდენტი არის საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9