1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ახა ახლ ახუ ახწ

ახალსამოციქულო ეკლესია

დაარსების თარიღი 1832 წელია. ამ დროს ინგლისში - ოლბანსა და ლონდონში - თანამორწმუნეთა რამდენიმე ჯგუფი შეიკრიბა და მოციქულები აირჩიეს. ასე შეიქმნა ახალი დენომინაცია, რომელიც, მისი მესვეურების რწმენით, სინამდვილეში სხვა არა არის რა, თუ არა პირველმოციქულთა მოძღვრებისა და პრაქტიკის განახლება და აღდგენა. მაშასადამე, ,,ახალსამოციქულო ეკლესიას’’ სამოციქულო ტრადიციის ყველაზე სრულყოფილად ფლობის პრეტენზია აქვს. ,,ახალმა მოციქულებმა’’ XIX ს-ის შუა წლებში ეკლესიები გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც ჩამოაყალიბეს. მათი ასპარეზი მალე მსოფლიო მასშტაბით განივრცო და ეს ეკლესია დღეს რვა მილიონამდე წევრს ითვლის. იგი დაყოფილია სამოციქულოებად, სამოციქულოები - ოლქებად, ოლქები - თემებად ანუ სამრევლოებად. მსოფლიო ახალსამოციქულო ეკლესიას სათავეში მთავარმოციქული უდგას. მას მოციქულები ექვემდებარებიან, მოციქულებს - ეპისკოპოსები, ეპისკოპოსებს - მღვდლები, დიაკვნები, მნათეები, ევანგელისტები და მქადაგებლები. ეკლესიებთან საკვირაო სკოლები მოქმედებს.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9