1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პრეზუმფცია

  1. L. Praesumptio
    1) ვარაუდზე დამყარებული მოსაზრება, 2) (სამართლის სფეროში) რაიმე ფაქტის აღიარება სარწმუნოდ, სანამ არ დამტკიცდება მისი მცდარობა.
    Source: ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
  2. პრეზუმფციები – სავარაუდო დასკვნებია, რომლებიც „ფაქტების ან მოვლენების ნამდვილობას ადგენენ მათი არსებობის სრული დასაბუთების გარეშე. ამგვარი განმარტების ავტორები პრეზუმფციებს ყოფენ ფაქტობრივ (paesumptionez facti seu hominis) და სამართლებრივ (paesumptionez iuris) პრეზუმფციებად, ხოლო სამართლებრივ პრეზუმფციებს შორის ანსხვავებენ ე.წ. ჩვეულებრივ პრეზუმფციებს, რომელთა უარყოფას დასაშვებად მიიჩნევენ (paesumptionez iuris tantum) და სამართლებრივ პრეზუმფციებს, რომლებიც გამორიცხავენ საწინააღმდეგოს დამტკიცების (პრეზუმფციების უარყოფის) შესაძლებლობას (paesumptionez iuris de iure). ამ უკანასკნელთ ფაქტობრივად, სამართლის ნორმებთან – კანონებთან აიგივებდნენ პრეზუმფციები, ძირითად შემთხვევაში, სამართლის ნორემების მსგავსად საკანონმდებლო პოლიტიკის სპეციალურ წესებს წარმოადგენენ და არა ალბათურ ვარაუდს, როგორადაც მას მიიჩნევენ. ამასთან, რიგი იურისტები სამართლებრივი პრეზუმფციებიდან საერთოდ გამორიცხავენ იმ ზოგად წესებს, რომლებიც მოსამართლეთა საქმიანობის საერთო პრინციპებს წარმოადგენენ. მაგ. დებულებას, რომ ადამიანი ივარაუდება კეთილსინდისიერად და შერაცხადად, სანამ არ დამტკიცდება საწინააღმდეგო, რიგი იურისტები საერთოდ უარყოფენ სამართლებრივი პრეზუმფციების შემოტანის საჭიროებას მათი „ფორმალური“ შინაარსის გამო.პრეზუმფციული დასკვნით ერთი ფაქტი ან მოვლენა არსებულად, დადგენილად ითვლება არაერთგზის მომხდარი ანალოგიური ფაქტებისა თუ მოვლენების საფუძველზე.
    Source: ბიზნესი და კანონმდებლობა – [რედ.იური პაპასქუა], ნოემბერი, 2009.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9