1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პროზელიტიზმი

  1. პროზელიტი ბერძნული სიტყვაა და მომდინარეობს ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანიდან („სეპტუაგინტადან“). პროზელიტი ბიბლიაში აღნიშნავს იმ ადამიანს, რომელიც არ არის მკვიდრი, ანუ წარმოშობით იუდაელი (ებრაელი), მაგრამ ცხოვრობს მის საზოგადოებაში, მიღებული აქვს წინდაცვეთა და ასრულებს მოსეს რჯულს. ერთხანს იგი და მისი შთამომავლები ინარჩუნებენ თავიანთი წარმოშობის ხსოვნას, რომ ისინი სისხლით და ხორცით არ ეკუთვნიან ისრაელიანებს, მაგრამ დროთა ვითარებაში ხსოვნა იკარგება და საბოლოოდ, ხდება მათი ინტეგრაცია ხალხის სხეულთან და სულთან. ახალ აღთქმაში ნახსენები არიან პროზელიტები ანუ რჯულშეცვლილნი იუდეველთა გვერდით, მათ საპირისპიროდ (საქმე 2:10). პროზელიტად იხსენიება ბიბლიის მთარგმნელი ბერძნულ ენაზე აკვილა პონტოელი (IIს.ახ.წ.), რომელიც ქრისტიანობიდან იუდეველობაზე იყო მოქცეული. ძველ სამყაროში, ძველი აღთქმის პერიოდში და შემდეგაც ყოველი, ვინც რაღაც მიზეზითა თუ მიზნით შეეხიზნებოდა იუდეველთა ან სხვა აღმსარებლობის მატარებელ თემს, ჩეულებრივ იცვლიდა რჯულს ანუ ხდებოდა პროზელიტი. პროზელიტები იყვნენ ქართველი პირველქრისტიანები, რომლებიც დაყვნენ ნინოს ქადაგებას, განუდგნენ მამაპაპეულ რჯულს და ქრისტიანობა აღიარეს. გარკვეული აზით, პროზელიტი იყო აბიათარი, ყოველ შემთხვევაში, ამას აჩვენებს მისი ზედწოდება, რომლითაც ის იხსენიება ისტორიაში: „ჰურიაყოფილი“ სწორედ ამ მოვლენის აღმნიშნველია, ანუ ამ სიტყვაში პროზელიტიზმის შედეგია გამოხატული. პროზელიტები იყვნენ საქართველოს მართლმადიდებული ეკლესიის წმინდანები აბო თბილელი, ევსტათი მცხეთელი და სხვანი. პროზელიტიზმი - საბერძნეთის კანონში პროზელიტიზმის შესახებ მოცემულია პროზელიტიზმის განმარტება პროზელიტიზმში იგულისხმება, პიროვნების რელიგიურ რწმენაში ჩარევის ნებისმიერი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი მცდელობა, რაც მიზნად ისახავს ამ რწმენის დაკნინებას ნებისმიერი სახის ცდუნებაის ან მორალური თუ მატერიალური დახმარების დაპირების მეშვეობით, ცრე საშუალებით ან შესაბამისი პირის გამოუცდელობის, ნდობის, საჭიროების, დაბალი ინტელექტისა და გულუბრყვილობის გამოყენებით. პროზელიტიზმი - „პროზელიტიზმში“, კერძოდ, იგულისხმება პიროვნების რელიგიურ რწმენაში ჩარევის ნებისმიერი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი მცდელობა, რაც მიზნად ისახავს ამ რწმენის დაკნინებას ნებისმიერი სახის ცდუნების ან მორალური თუ მატერიალური დახმარების დაპირების მეშვეობით, ცრუ საშუალებებით ან შესაბამისი პირის გამოუცდელობის, ნდობის საჭიროების, დაბალი ინტელექტის ან გულუბრყვილობის გამოყენებით.(საბერძნეთის კონსტიტუცია)
    Source: აბაშიძე ლევან და სხვ., კიკნაძე ზურაბ, ქალდანი თამარ. რელიგიურ ურთიერთობათა სამართლებრივი რეგულირების ზოგიერთი ასპექტი (პროზელიტიზმი) / [ავტ.: ლევან აბაშიძე, ზურაბ კიკნაძე, თამარ ქალდანი ; რედ.: ელგუჯა დადუნაშვილი] ; კავშირი "ჰუმან. საზოგადოებისათვის", ფრიდრიხ ებერტის ფონდი - თბ., 2002
  2. რწმენის გავრცელების უფლება ადამიანს აქვს საკუთარი რწმენის გავრცელებისა და სხვათა წახალისების უფლება, შეიცვალონ საკუთარი რწმენა სხვა რელიგიის სასარგებლოდ, სანამ ყოველივე ეს იძულებისა და ძალადობის გარეშე ხდება. ასეთ ქმედებას პროზელიტიზმი ან ევანგელიზმი ეწოდება. ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპასა და აფრიკაში ხშირად ხდება კონფლიქტები ადგილობრივ ეკლესიებსა და მისიონერული საქმიანობით დაკავებული რელიგიების წარმომადგენლებს შორის. ცალკეულ შემთხვევებში სახელმწიფოები კრძალავდნენ ასეთ ქმედებებს. თუმცა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს სახელმწიფოებისგან გამოხატვის თავისუფლების დაცვას და მორწმუნეთა უფლების უზრუნველყოფას, ჩაერთონ პროზელიტიზმის არაძალადობრივ ფორმებში
    Source: ნარინდოშვილი, მალხაზ, ადამიანის უფლებები / [ავტ. მალხაზ ნარინდოშვილი; რედ. გიორგი მელაძე] - [თბ.]: თავისუფლების ინ-ტი, [2005] - 119გვ.; 20სმ. - ISBN 99940-885-1-3: [ფ.ა.][MFN: 30981]
  3. საკუთარი რელიგიური მრწამსის პროპაგანდის შედეგად სხვა რელიგიის მიმდევართა საკუთარ სამწყსოში გადმოყვანა (მისიონერობა).
    Source: დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა: სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9