1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პროკურორი

პროკურატურის ორგანოების თანამდებობის პირი, რომელიც ახორციელებს განსაზღვრულ უფლებამოსილებას. საქართველოს კანონმდებლობით, პროკურორი არის საქართველოს გენერალური პროკურორი, ყველა ქვემდგომი პროკურორი, პროკურორის მოადგილე, უფროსი თანაშემწე, სამმართველოს, განყოფილების, ნაწილის უფროსი ან მისი მოადგილე და სხვა. ყველა პროკურორი თანამდებობაზე ინიშნება გენერალური პროკურორის მიერ, გენერალურ პროკურორს კი ნიშნავს საქართველოს პარლამენტი. პროკურორად შეიძლება დაინიშნოს 30 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე იურიდიული განათლებით, რომელიც ფლობს სამართალწარმოების ენას, გავლილი აქვს სტაჟირება პროკურატურაში, ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდები, დადებული აქვს ფიცი.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9