1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პროტესტანტობა

თავიდანვე, XVI ს-იდანვე, სამი მიმდინარეობის, სამი დენომინაციის სახით მოგვევლინა. მათი დამაარსებლები არიან: მარტინ ლუთერი (იხ. ქვ.), ულრიხ (ჰულრიხ) ცვინგლი (1484-1531) და ჟან კალვინი (1509-1564). მათ ბევრი საერთო და ბევრი განსხვავებული თეორია ჰქონდათ. საერთოა, მაგალითად, იმის აღიარება, რომ, თითქოს, ყოველ ადამიანს შეუძლია ინდივიდუალურად შეიტყოს ბიბლიისაგან, რა და როგორ უნდა სწამდეს; ეკლესიის მამათა ავტორიტეტის გათვალისწინება აქ აუცილებელი არაა.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9