1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პროფკავშირები

  1. მოსამსახურეთა ასოციაცია (ასევე არსებობს დამსაქმებელთა ასოციაცია) და მისი მთავარი მიზანია წარმოადგინოს მოსამსახურეთა უფლებები დამსაქმებელთა წინაშე. პროფკავშირების შექმნის და მასში გაწევრიანების უფლება არის ადამიანის ძირითადი უფლება. კარგად ფუნქციონირებადი და პრესტიჟული პროფკავშირები ხშირად არის დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა სტანდარტების კარგი მაჩვენებლი. უკეთესი სამუშაო პირობებისათვის ბრძოლაში მონაწილეობის გარდა, პროფკავშირებს ყოველთვის ჰქონდა (და ახლაც აქვს) გადამწყვეტი როლი სოციალური მოძრაობების შექმნაში და სოციალური ცვლილებების განხორციელებაში. პროფკავშირების როლი განსხვავებულია მთელს ევროპაში. ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ფაშისტური და კომუნისტური რეჟიმები არსებობდა, პროფკავშირები იყო, ან იქმნებოდა სახელმწიფო სტრუქტურების და პოლიტიკური ელიტის დაქვემდებარებაში და გადაქცეული იყო მათი მჩაგვრელი რეჟიმების ინსტრუმენტად. ამ ისტორიული რეალობის შედეგად, ბევრი კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი პროფკავშირების როლისადმი და მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყეს ამ ქვეყნების მუშებმა მისი პოზიტიური როლის აღიარება მათი უფლებების დაცვის საკითხში. ევროპაში სხვა განსხვავებებიც არსებობს პროფკავშირების როლსა და ორგანიზაციასთან მიმართებით. უმეტეს ქვეყნებში პროფკავშირებს აქვთ კონფედერაციული სტრუქტურა.
    Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004,

  2. ასოციაცია, რომელიც არსებობს მომსახურეების უფლებების დასაცავად, ხელფასისა და სამუშაო პირობების ჩათვლით. პროფკავშირები ძირითადად წარმოადგენს მომსახურეების ინტერესებს დამსაქმებლებთან მოლაპარაკებების დროს. ბევრ ქვეყანაში პროფკავშირები გაერთიანებულია კონფედერაციების სახით.
    Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9