სამხედრო პოლიტიკის პრაქტიკაში რეალიზაციისათვის სამხედრო ძალების მმართველობის მიერ მუდმივად განსახორციელებელი პროცესი. სამხედრო სტრატეგია მოიცავს სამხედრო აღმშენებლობის ზოგად საკითხებს, როგორებიცაა სახელმწიფო ეკონომიკის, მოსახლეობის, სამხედრო ძალებისა და, საერთოდ, სახელმწიფოს მზადყოფნას ომისათვის. სამხედრო სტრატეგია უმთავრესად ემსახურება ყველა სახის შეიარაღებული ბრძოლის ორგანიზებას და წარმოებას. სამხედრო სტრატეგია დაყოფილია: • ომის სრულად წარმოების სტრატეგია; • ომის თეატრში მოქმედების სტრატეგია; • სტრატეგიული მასშტაბის ოპერაციისა და სამხედრო კამპანიის წარმოების სტრატეგია; • ჯარების სახეობებსა და გვარეობებს შორის ომის შეთანხმებულად მოქმედების სტრატეგია.
Source: სესიაშვილი ირაკლი. ჯარი და დემოკრატია : პერსპექტივები ქართული ჯარის დემოკრატიზაციის გზაზე / [სარედ კოლ.: ირაკლი სესიაშვილი, შალვა თადუმაძე (ავტ.), კახაბერ კაციტაძე, ია გამყრელიძე (რედ.)] - [თბ. : ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება"], 2006