1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

სასამართლო სხდომის მდივანი

  1. მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასამართლოს მუშაობაში. მათი მონაწილეობის გარეშე დაუშვებელია საქმეთა განხილვა სასამართლოში. სხდომის მდივანი აწარმოებს სასამართლო მიმდინარეობის ჩაწერას, ადგენს განხილვასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და მოსამართლესთან ერთად ხელს აწერს მათზე. თითოეულ მოსამართლეს, უმრავლეს შემთხვევაში, ჰყავს ერთი სხდომის მდივანი. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სასამართლოს თავმჯდომარე. სხდომის მდივანს გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური სასაწავლო კურსი საქართველოს სამოსამართლო სწავლების ცენტრში, ან უნდა ჰქონდეს სხდომის მდივნად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება. სხდომის მდივნებთან დაკავშირებული ეს ფუნქციები და პროცესები მოცემულია ორგანულ კანონში ,,საერთო სასამართლოების შესახებ”.
    Source: სასამართლო ხელისუფლება საქართველოში : მიმოხილვა ქართ. და ინგლ. ენ. - [თბ. : ALPE], 2002
  2. 1. სასამართლო სხდომის მდივანი ამოწმებს, გამოცხადდნენ თუ არა სასამართლო პროცესზე გამოძახებული პირები, და ამის თაობაზე მოახსენებს სასამართლოს; თავმჯდომარის წინადადებით საჯაროდ კითხულობს საპროცესო დოკუმენტებს, აწარმოებს სასამართლო სხდომის ოქმს. 2. სასამართლო სხდომის მდივანი ვალდებულია სრულად და სწორად ჩაწეროს ოქმში სასამართლოს მოქმედება და გადაწყვეტილება, აგრეთვე სასამართლო სხდომის ყველა მონაწილის მოქმედება, განცხადება, შუამდგომლობა, ჩვენება და ახსნა-განმარტება. ოქმის მომზადებისას მდივანს უფლება აქვს გამოიყენოს სტენოგრაფია, დიქტოფონი და სხვა ტექნიკური საშუალებანი. 3. ოქმის შინაარსის გამო თავმჯდომარესთან უთანხმოების შემთხვევაში მდივანს უფლება აქვს გამოთქვას თავისი შენიშვნა ან შესაგებელი და გაუგზავნოს ისინი განსახილველად ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარეს. 4. თუ ოქმის გამო არსებობს შენიშვნები, სასამართლო სხდომის მდივანი იძლევა ახსნა განმარტებას სასამართლო სხდომაზე, რომელიც განიხილავს ამ შენიშვნებს.
    Source: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9