1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბაა ბად ბავ ბაზ ბაკ ბალ ბან ბაპ ბარ ბას ბაქ ბაშ ბაჩ ბაჰ

ბავშვის უფლებების კონვენცია

  1. 1989 გაერომ მიიღო ბავშვის უფლებათა კონვენცია, რომელიც რატიფიცირებულია ყველა ქვეყნის მიერ აშშ-ს და სომალის გარდა. ეს კონვენცია არის ამ სფეროში მიღებული პირველი სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტი კონვენციამ ბევრი რამ შეცვალა ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში.
    1. ის არის მსოფლიოში ყველაზე ფართო მაშტაბით რატიფიცირებული ადამიანის უფლებების დოკუმენტი.
    2. კონვენცია ამკვიდრებს „სამი პ-ს“ პრინციპს. პირველ რიგში, იგი ხელს უწყობს მონაწილეობას ბავშვების ასაკის, და ზრდასრულობის მიხედვით - მოვლენებში, რომლებიც გავლენას ახდენს მათ ბედზე, როგორიცაა იურიდიული პროცესები ან გაშვილების პროცესები, რაც უკავსირდება მათ ოჯახებსა და მთლიანად საზოგადოებას. ის ასევე ამკვიდრებს უფლებებს მათი ძალადობის ყველა ფორმისაგან, და ისეთი ქმედებებისაგან დაცვისათვის, რომელიც არღვევს მათ უფლებებს. დაბოლოს, სხვა ნებისმიერი კონვენციის მსგავსად ის უზრუნველყოფს უფლებებს, რომლებიც იცავს პოტენციური ძალადობისაგან.
    3. ის ბავშვებს განიხილავს კანონის სუბიექტად და არა ობიექტად. ტრადიციულად მოზრდილთა უდიდესი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ბავშვები უნდა განიხილონ ობიექტებად, რომლებიც უპირობოდ უნდა დაემორჩილონ უფროსებს - მასწავლებლებს, მოძღვარს, მშობლებს, ექიმებს და ა.შ. ამის ნაცვლად კონვენცია ამკვიდრებს იდეას, რომ ბავშვები არიან ადამიანები გარკვეული უფლებებით, რომლებსაც პატივი უნდა სცენ უფროსებმა, საზოგადოებამ და ყველა ორგანიზაციამ, რომლებიც მოღვაწეობენ ბავშვების სფეროში. ბავშვები მათი ასაკის მიუხედავად უფლებამოსილი არიან პატივი სცენ და მოეპყრონ ღირსეულად უბრალოდ იმის გამო რომ ისინი ადამიანები არიან.
    4. ბავშვის ინტერესების დაცვა უნდა მართავდეს ბავშვებთან დაკავშირებით მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას - იქნება ეს იურიდიული, ადმინისტრაციული, და ა.შ. ამ კონცეფციის განსაზღვრა რთულია და მისი ზუსტი მნიშვნელობის შესახებ არსებობს წინააღმდეგობრივი მიდგომები. პრაქტიკაში, ეს გულისხმობს, რომ მაგ. მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს ვის დაეკისროს ბავშვზე მეურვეობა, მათ უნდა შეისწავლონ ბავშვის ცხოვრების და მასთან დაკავშირებული უფროსების რამოდენიმე ასპექტი. ყველა შემთხვევაში ბავშვის ინტერესების დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ საქმესთან დაკავშირებული უფროსების ინტერესების დაცვა.
    5. ბავშვთა უფლებების კონვენცია სფეროთა ფართო სპექტრს ეხება - ადმინისტრაციულს, სამართლებრივს, საგანმანათლებლოს, იურიდიულს და ა.შ. სადაც ბავშვის უფლებები დაცული უნდა იყოს. მაგ. ბავშვი, რომლის სათანადო რეგისტრაციაც არ მოხდა დაბადებისთანავე კანონისათვის არ არსებობს. მაშასადამე ისინი არ არსებობს არც სკოლის ადმინისტრაციისათვის, რომლებიც უარს ამბობენ სკოლაში მის მოსწავლედ ჩარიცხვაზე, შედეგად მათ არ შეუძლიათ სკოლაში სიარული. ეს არის გავრცელებული პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს ათასობით ბავშვზე ბევრ ქვეყანაში. სკოლის ადმინისტრაციის მიერ ბავშვის სკოლაში ჩარიცხვაზე უარის თქმა იმის გამო რომ „ისინი არ არსებობენ ადმინისტრაციული და სამართლებრივი” თვალსაზრისით აშკარად არღვევს ბავშვის უფლებას განათლებაზე. კონვენციას პრაქტიკული გავლენა ჰქონდა ბევრ ქვეყანაში, რომლებსაც ბავშვის უფლებათა კონვენციის რატიფიცირების შედეგად დაეკისრათ ვალდებულება ცვლილებები შეიტანონ ან/და რეფორმირება მოახდინონ არსებული კანონმდებლობის ნაწილში.
    Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი]; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
  2. მიღებულია და ღიაა ხელმოსაწერად, სარატიფიკაციოდ და მისაერთებლად გენერალური ასამბლეის 1989 წლის 20 ნოემბრის 44/25 რეზოლუციით, ძალაშია 1990 წლის 2 სექტემბრიდან
    Source: ბავშვის უფლებები: [კრებული / თარგმნეს სვეტლანა ლოგუამ და სხვ.] - თბ.: საია, 2000
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9