1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საფრანგეთის დიდი რევოლუცია

1789-94 წლები ბურჟუაზიულ-დემოკრატიულმა რევოლუციამ დაამხო ფეოდალურ-აბსოლუტური რევოლუცია და ნიადაგი მოუმზადა კაპიტალიზმის დამკვიდრებას. ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციას წინ უძღოდა იდეოლოგიური რევოლუცია, რომელიც მოამზადეს დიდმა ფრანგმა განმანათლებლებმა (რუსო, ვოლტერი, მონტესკიე, დიდრო, დალამბერი და სხვები). მათი იდეების კონცენტრირებული გამოხატულება იყო რევოლუციის მთავარი ლოზუნგი - ტრიადა: „თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა. თუმცა რევოლუციის მამოძრავებელ ძალად იქცა ეკონომიკურად ძლიერი, მაგრამ პოლიტიკურად უუფლებო ბურჟუაზია, რომელიც მთელი მესამე წოდების (მესამე წოდება აერთიანებდა ბურჟუაზიას, ქალაქის მშრომელებს და გლეხობას) მეთაურად გამოდიოდა. 1789 წლის 14 ივლისს პარიზელებმა იერიშით აიღეს ბასტილია, რომელმაც დასაწყისი მისცა ბურჟუაზიულ რევოლუციას. რევოლუციის პირველი შედეგი იყო პარიზის თავისუფალი პრესა, სახალხო საზოგადოებები. 1789 წლის 26 აგვისტოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“, ხოლო 1791 წელს კოსტიტუცია. 1794 წელის 27-28 ივლისს (რესპუბლიკის კალენდრით მეორე წლის 9 თერმიდორი) მოხდა კონტრრევოლუციური გადატრიალება და ბოლო მოეღო საფრანგეთის დიდ რევოლუციას
Source: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ. 1. გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9