1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საქართველო

  1. საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება: საქართველო სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს. მისი ტერიტორია 69,5 ათასი კვ. კმ-ია. იგი განლაგებულია ევრაზიის ალპური დანაოჭების სარტყელში, სუბტროპიკული ზონის ჩრდილოეთ პერიფერიაზე და ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 5068,8 მ-მდე (მწვერვალი შხარა). საქართველოს რელიეფს ქმნის მთების, ზეგნებისა და ვაკეების ერთობლიობა. მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია: ჩრდილოეთით - კავკასიონის მთიანი სისტემა, სამხრეთით - მცირე კავკასიონის მთიანი ნაწილი და სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთი. მთების ამ ორ სისტემას შორის მოქცეულია მთათაშორისი ბარი, რომელიც ლიხის ქედით ორ ნაწილად იყოფა (კოლხეთის ბარი და ივერიის ბარი). საქართველოს კლიმატი მრავალფეროვანია, რაც დაკავშირებულია ქვეყნის მდებარეობასთან სუბტროპიკული ზონის, არალ-კასპიის არიდული ოლქისა და წინა აზიის კონტინენტური ზეგნების შესაყარზე. ლიხის ქედი განაპირობებს საქართველოს სხვადასხვა ნაწილების კლიმატის კონტრასტულობას. დასავლეთ საქართველოს კლიმატი ნოტიო სუბტროპიკულია, აღმოსავლეთ საქართველოში - მშრალი და ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული, ხოლო სამხრეთ საქართველოში - კონტინენტური. საქართველო მდიდარია ჰიდროლოგიური რესურსებით, თუმცა ისინი არათანაბრადაა განაწილებული ქვეყნის ტერიტორიაზე. აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მდინარე ქმნის მტკვრის სისტემას და ჩაედინება კასპიის ზღვაში. ჰიდრორესურსებით გაცილებით მდიდარია დასავლეთ საქართველო, მდინარეთა უმრავლესობა უშუალოდ ერთვის შავ ზღვას. საქართველოში 850-ზე მეტი ტბაა. მათი საერთო ფართობი არ დაახლოებით 170 კმ2-ია. საქართველოს ნიადაგები მეტად მრავალფეროვანია. ძირითადად გამოიყოფა დასავლეთის, აღმოსავლეთის და სამხრეთის ნიადაგური ოლქები. დასავლეთის ოლქში გამოიყოფა დაბლობის ჭაობიანი და ეწერი, გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთის წითელმიწა და ყვითელმიწა, მთა-ტყის და მთა-მდელოს ნიადაგების ზონები. აღმოსავლეთ ოლქისათვის დამახასიათებელია წაბლა დაშავმიწა ნიადაგები (სტეპების ზონაში) და მურა ნიადაგები (ელდარის ნახევარუდაბნოსა და ივრის ზეგნის სამხრეთ ნაწილის ზოგიერთ ადგილებში
    Source: საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა - თბ., 2005,

  2. ფართობი: 69.700 კვ/კმ; მოსაზღვრე ქვეყნები: სომხეთი (164კმ), აზერბაიჯანი (322კმ), რუსეთი (723კმ), თურქეთი (252კმ); ბუნებრივი რესურსები: ტყე, ჰიდრორესურსები, მარგანეცი, ქვანახშირისა და ნავთობის მცირე მარაგი, ზღვის კლიმატი, ჩაი და ციტრუსები; მოსახლეობა: 4,4 მლნ. (2001 წლის აღწერის წინასწარი მონაცემები); ეთნიკური ჯგუფები: ქართველები 70,1%; სომხები 8,1%; რუსები 6,3%; აზერბაიჯანელები 5,7%; ოსები 3%; აფხაზები 1,8%; სხვები 5%; რელიგიები: მართლმადიდებლური (ქართველები) 65%; მუსლიმები 11%; მართლმადიდებლური (რუსები) 10%; გრიგორიანული (სომხები) 8%; უცნობია 6%; ენები: ქართული 71% (ოფიციალური), რუსული 9%, სომხური 7%; აზერბაიჯანული 6%; სხვები 7%; აფხაზური ენა ოფიციალურია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. სახელმწიფო მმართველობის ტიპი რესპუბლიკა. ეკონომიკა: საქართველოს ეკონომიკა ძირითადად ეყრდნობოდა შავ ზღვის სანაპირო ზოლში განვითარებულ ტურიზმს, ციტრუსებისა და ჩაის მოყვანას, მარგანეცის მოპოვებას; ღვინის, ლითონების, მანქანათმშენებლობის, ქიმიურ და მსუბუქ მრეწველობას. ქვეყნის ენერგომოხმარება თითქმის მთლიანად ნავთობისა და გაზის იმპორტზეა დამოკიდებული. შედარებით მნიშვნელოვანი შიდა ენერგოწყაროა ჰიდროელექტროსადგურები. მძიმე ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ქვეყნის ეროვნული ვალუტა შედარებით სტაბილურობას ინარჩუნებს. გადასახადების ამოღებასთან დაკავშირებით არსებული მუდმივი პრობლემების გამო, წლების განმავლობაში ბიუჯეტის დიდი დეფიციტია. ყოველწლიურად აქტუალურია ენერგოკრიზისის თემა. საქართველოს მთავარი იმედი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაა. მილსადენებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების განვითარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარ კატალიზატორად მიიჩნევა. მზარდი სავაჭრო დეფიციტი, გადასახადის აკრეფაში პრობლემები, კორუფცია და პოლიტიკური გაურკვევლობა ეკონომიკურ მომავალს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. სამხედრო ხარჯები: 15,740 მლნ. აშშ დოლარი (2001წ.); სამხედრო ხარჯები: მშპ-ის 0,4% (2001წ.); უცხო ქვეყნის ძალები: საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალები, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დსთ-ის სამშვიდობო ძალებია, რომელიც რუსი სამხედროებისგან შედგება.
    Source: კომახია მამუკა, სუუამი - შექმნის ისტორია და განვითარების პერსპექტივები,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი
  3. როგორც ცნობილია, XI-XII საუკუნეები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია საქართველოს ისტორიაში. აღნიშნულ პერიოდში ჩამოყალიბდა ცნება „საქართველო“, როგორც კულტურულ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ერთობის აღმნიშვნელი ტერმინი. „საქართველო ეწოდებოდა იმ ტერიტორიას, სადაც პოლიტიკურ და კულტურულ მფლობელობასთან ერთად, ქართველი ხალხისათვის დამახასიათებელი სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობანი ვრცელდებოდა“, „ქართველად“ კი მოიაზრებოდა ყველა ის, „ვინც, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, აღიარებდა ქართულ (დიოფიზიტურ) ქრისტიანობას, ნაზიარები იყო ქართულ ფეოდალურ ურთიერთობებს და მოღვაწეობდა ქართულ პოლიტიკურ და კულტურულ სარბიელზე“. ამ სარბიელის ფარგლებში თანდათან მთელი კავკასია ექცეოდა.
    Source: ჩიქოვანი, ნინო რელიგია და კულტურა სამხრეთ კავკასიაში : სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჩიქოვანი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა]. - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006. - 116გვ. ; 29სმ.. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია). - რეზ. ინგლ. ენ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - ISBN: 99940-871-2-6 : [ფ.ა.][MFN: 29986]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9