1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საქართველოს მოსახლეობა

1989 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, საქართველოში ცხოვრობდნენ ან კვლავ ცხოვრობს 437 211 სომეხი (8,1%), 341 720 რუსი (6,3%), 307 556 აზერბაიჯანელი (5,7%), 164 055 (3%), 100 324 ბერძენი (1,9%), 52 443 უკრაინელი (0,7%), 33 333 ქურთი (0,6%), 24 795 ებრაელი (0,5%) და სხვა ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ცხოვრობდა. იმავე აღწერის მონაცემების თანახმად, ეთნიკური და ენობრივი უმცირესობები შემდეგ რეგიონებში იყვნენ კონცენტრირებულნი: ჯავახეთში ჭარბობდა სომხური მოსახლეობა (90%-ზე მეტი); ქვემო ქართლი ძირითადად აზერბაიჯანელებით იყო დასახლებული (42%-დან 85%-მდე რეგიონის სხვადასხვა რაიონის მიხედვით); წალკის რეგიონში მოსახლეობის უმრავლესობას ბერძნები წარმოადგენდნენ(61%), ხოლო სამხრეთ ოსეთში - ოსები (67%). სხვა ეთნიკური და ენობრივი უმცირესობების მცირერიცხოვანი დასახლებები მიმოფანტული იყო რამდენიმე რეგიონში. არსებობდა კიდევ სხვა უმცირესობათა კონცენტრირებული დასახლებები, რომლებიც რაოდენობრივად რეგიონის საერთო მოსახლეობის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს შეადგენდნენ, მაგალითად, ავარები ყვარლის რაიონში (0,5%) და ქურთები თბილისში (1,9%), საქართველოში მცხოვრებ ყველა უმცირესობას, გარდა ასირიელებისა და ქურთებისა, გააჩნდა ისტორიული სამშობლო. საქართველოში მორწმუნე ადამიანთა უმრავლესობა მართლმადიდებელია. ზოგი ქრისტიანი აღიარებს კათოლიციზმს, გრეგორიანიზმს ან პროტესტანტიზმს. ისლამის მიმდევრები არიან როგორც ქართველები (აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში), ასევე ზოგიერთი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები (მათ შორის აზერბაიჯანლები). საქართველოსი არსებობს ებრაელთა დიასპორა. ზემოხსენებულ უმცირესობათა უმეტესი ნაწილი საუკუნეების მანძილზე ცხოვრობს საქართველოში. ბოლო მიგრაცია, რომელსაც შედეგად საქართველოს მოსახლეობის სტრუქტურული ცვლილება მოჰყვა, გამოწვეული იყო ინდუსტრიალიზაციისა და ურბანიზაციის ფაქტორებით. მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად (მიღებული იქნა 1993 წლის 25 მარტს), ყველა ადამიანი, რომელიც კანონის მიღების დროისათვის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქედ ითვლება.
Source: ნიკოლაიშვილი გელა. ადამიანის უფლებები საქართველოში : კრიტიკული ანალიზი / გაეროს განვითარების პროგრამა-საქართველო - თბ., 1998
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9