1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საწესდებო კაპიტალი

კანონით განმტკიცებული და საზოგადოების წესდებით განსაზღვრული ქონება, რომელიც აუცილებელია შპს-ის, სს-ის ან კოოპერატივის დაფუძნებისათვის და რომლის შეტანის ვალდებულებასაც პარტნიორები (აქციონერები) წესდებით კისრულობენ. შპს-ის მინიმალური საწესდებო კაპიტალი შეადგენს ორი ათას ლარს, ხოლო სააქციო საზოგადოების მინიმალური საწესდებო კაპიტალი - თხუთმეტი ათას ლარს. რაც შეეხება კოოპერატივის მინიმალური საწესდებო კაპიტალის ოდენობას, მას კანონი არ განსაზღვრავს. საწესდებო კაპიტალი არ არის საზოგადოების ქონების იდენტური ცნება. საწესდებო კაპიტალი არის წესდებაში მყარად განსაზღვრული ფულადი თანხა. იგი დაყოფილია წილებად (შპს-ში), აქციებად (სააქციო საზოგადოებაში) ან პაიებად (კოოპერატივებში). საწესდებო კაპიტალის ოდენობა ყოველთვის შეადგენს წილთა (აქციათა, პაის) ნომინალური ღირებულებების ჯამს (არც მეტი არც ნაკლები). მათი რეალური საბაზრო ღირებულება კი ყოველთვის ან აღემატება ან ნაკლებია ნომინალურ ღირებულებაზე.
Source: გიორგიძე გოჩა, საწესდებო კაპიტალის სამართლებრივი ბუნება // ალმანახი №11 [სამოქალაქო სამართალი (II)],–საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9