იყოფა სამდინარო, სატბო, სხვა წყალსატევებისა და საზღვაო საზღვრებად. საწყლო საზღვრები მდინარეებზე შემდეგნაირად დგინდება: თუ მდინარე საზღვაოსნოა, საზღვარი გაიყვანება ფარვატერის მიხედვით, თუ მდინარე არ არის საზღვაოსნო, ან ნაკადულია, მაშინ - მათ შუა გულში; თუ მდინარეს რამდენიმე ტოტი აქვს - მთავარი ტოტის შუაში. სასაზღვრო ტბებზე საზღვარი ტბის შუაში ან სახმელეთო ტერიტორიის ყველაზე უფრო გამოშვერილ ორ წერტილს შორის გაჰყავთ. მდინარეზე, ტბაზე ან სხვა წყალსატევზე გამავალი საზღვარი ნაპირების ან წყლის დონის შეცვლისას და მდინარის კალაპოტის გადაწევისას არ გადაინაცვლებს. წყალსაცავის ან სხვაგვარი ხელოვნური წყალსატევის შექმნის შემდეგ საზღვარი იმავე ადგილზე რჩება, სადაც იგი დატბორვამდე გადიოდა; იგი მხოლოდ სახმელეთოდან საწყლოდ გადაიქცევა. ხიდებსა და კაშხლებზე საზღვარი გადის ამ ნაგებობების ცენტრში, საწყლო სასაზღვრო ზოლისგან დამოუკიდებლად.
Source: ხუციშვილი ქეთევან, სახელმწიფო საზღვრები //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999