1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

სახელმწიფო საზოგადოება

ნიშნავს უპირველეს ყოვლისა ერთ საინფორმაციო სისტემაში და, შესაბამისად, ერთ პოლიტიკურ სისტემაში მცხოვრებ ხალხს. ყველაზე უფრო ფრთხილი ექსპერტული შეფასებებითაც კი, საქართველოში ერთიანი პოლიტიკური სისტემა არ არსებობს. ინფორმაციული ტექნოლოგიების მხრივ მეტ-ნაკლებად ერთნაირად უზრუნველყოფილ ქვეყნის ტერიტორიას. რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ინფორმაციის ყველა მიმართულებით წარმართულ ნაკადს როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო დონეებზე. საქართველოში ასეთი რამე მხოლოდ ჩანასახოვანი ფორმით შეინიშნება. სახელმწიფო საზოგადოება არ ნიშნავს, რომ ის ისევე უნდა იყოს სტრუქტურირებული, მკაცრად სტრატიფიცირებული და ერთგანზომილებიანი როგორც I და II მსოფლიო ომებამდე არსებული საზოგადოებები. სახელმწიფო საზოგადოება იძლევა მაქსიმალურ საშუალებას შეიქმნას მიკროსოციუმები და ნეო-ტრაიბები მთელი ქვეყნის მაშტაბით, იმდენად, რამდენადაც ის კი არ აწესებს საზოგადოებრივ იდეოლოგიას, არამედ უწყვეტი საინფორმაციო ნაკადების საშუალებით აუქმებს მას. სახელმწიფო საზოგადოება საკუთარი საინფორმაციო სივრცით და მრავალფეროვანი და კონკურენტული ტექნოლოგიების დანერგვისათვის ხელის შეწყობით უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას; იმ საფრთხის განეიტრალებას, რომელიც შეიძლება პრინციპულად უსასრულო რაოდენობის მიკრო-სოციუმების და ინტერესის ჯგუფების გაჩენამ გამოიწვიოს. სახელმწიფო საზოგადოება არ ნიშნავს მოქალაქეების მთელი სპექტრის დაინტერესებას პოლიტიკური ცხოვრებით, მაგრამ ის უზრუნველყოფს ადამიანთა იმ აუცილებელ რაოდენობას, რომლებიც, ჩუმი და თავისთავად ნაგულისხმევი შეთანხმების საფუძველზე საზოგადოების დანარჩენ წევრებთან, წყვეტენ ქვეყნის პოლიტიკურ საკითხებს, ანუ, მონაწილეობენ არჩევნებში.
Source: თევზაძე გიგი. საქართველო : ძალაუფლების სიმულაციები / [რედ.: ლევან ბრეგაძე] - [I-ლი გამოც.] - თბ. : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 1999
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9