1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბაა ბად ბავ ბაზ ბაკ ბალ ბან ბაპ ბარ ბას ბაქ ბაშ ბაჩ ბაჰ

ბანკი

  1. Fr. banque
    განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვილი საკრედიტო ორგანიზაცია, რომელიც ახდენს ფიზიკური და იურიდიული პირების ფულადი სახსრების თავმოყრას, კრედიტების გაცემას, ფულად ანგარიშსწორებას, საბანკო ანგარიშების გახსნას და კანონით გათვალისწინებულ სხვა ფინანსურ ოპერაციებს.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია: საქართველოს კონსტიტუცია: გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ.: ფონდი Alpe, 2005
  2. ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებას, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების (ანაბრების) აკუმულირება და განსაზღვრული დროით მათი სესხის სახით გაცემა იმ საწარმოებზე, რომლებიც ამას საჭიროებენ. ბანკი საწარმოებს, დაწესებულებებსა და ცალკეულ პირებს შორის ახორციელებს აგრეთვე საშუამავლო ფუნქციებს ურთიერთსაგადამხდელო და საანგარიშო ოპერაციების შესრულებისას. იგი არეგულირებს ქვეყანაში ფულის მიმოქცევას. ბანკის შემოსავალი წარმოიშობა გასესხებულ თანხებზე დარიცხული სარგებლით. ბანკის მმართველობის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა საერთო კრება, რომელიც მოქმედებს კანონმდებლობის, წესდების შესაბამისად და ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭოს, დირექტორატსა და სარევიზიო კომისიას.
  3. დაწესებულება, რომელიც დასაქმებულია ფულადი ანაბრების ან სხვა საგადასახადო საშუალებათა მოზიდვით, აგრეთვე, თავის ხარჯზე კრედიტების გაცემით დაბრუნებადობის, ფასიანობის, უზრუნველყოფის და ვადიანობის პირობით.
    Source: ცოფურაშვილი მ. კომერციული ბანკი - ფუნქციები და მნიშვნელობა, ალმანახი № 11, [სამოქალაქო სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9