კანონის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოს განეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც “მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს” ( სახელმწიფო საიდუმლოს შესახებ კანონი, თავი I, მუხლი 1, პუნქტი 1). იმ ინფორმაციათა დაცვის საორგანიზაციო ღონისძიებებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ გრიფი “საიდუმლო”, უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური ორგანო - სახელმწიფო საიდუმლოს დაცვის სახელმწიფო ინსპექცია, ხოლო სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღინისძიებებს და მათ შესრულებაზე კონტროლს - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო. თანამდებობის პირსა და სახელმწიფო მოხელეს, რომელიც უსაფუძვლოდ გაასაიდუმლოებს ინფორმაციას; დაარღვევს სახელმწიფო საიდუმლოს დაცვის ვალდებულებას; არ განახორციელებს კონტროლს სახელმწიფო საიდუმლოს დაცვაზე... დაეკისრება კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა.
Source: პრესმედიატორი : მედიასთან ურთიერთობის პრაქტიკა - თბ., [2003],
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოებად ჩაითვლება ინფორმაციის სახეობა, რომელიც შედგება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობებისგან თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, დაზვერვის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს. სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის გასაიდუმლოება ხორციელდება შესაბამისი დოკუმენტისათვის საიდუმლოობის გრიფის მინიჭებით.
Source: სოლიდარობა №9(18),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
ინფორმაცია, რომელიც „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად და ექვემდებარება სახელმწიფოს მიერ დაცვას.
Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება - თბ., 2006.