ტერიტორია, რომელიც განსაზღვრული სახელმწიფოს სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება, ანუ მიეკუთვნება სახელმწიფოს, რომელიც მის საზღვრებში თავის ტერიტორიულ უზენაესობას ახორციელებს. სახელმწიფოზე მიკუთვნებულობა და მისი უზენაესობა კი სახელმწიფო ტერიტორიის ძირითადი ნიშნებია. სახელმწიფო ტერიტორიის შემადგენლობაში შედის ხმელეთი - დედამიწის სახმელეთო ზედაპირი (კუნძულების ჩათვლით); საწყლო ტერიტორია (აკვატორია) - შიდა წყლებისა და ტერიტორიული ზღვის ჩათვლით; წიაღისეული, რომელიც მოთავსებულია სახმელეთო და საწყლოტერიტორიის ქვემოთ, ასევე კონტინენტური შელფის წიაღისეული. მათი სიღრმე არ იზღუდება და თეორიულად დედამიწის ცენტრამდე ვრცელდება; საჰაერო ტერიტორია - ჩამოთვლილი სივრცეების თავზე მდებარე საჰაერო სივრცე, რომელიც ადგილობრივი სახელმწიფოს სრული სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება
Source: ხუციშვილი ქეთევან, სახელმწიფო საზღვრები //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999