1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საჯარო დაწესებულება

  1. ეს ტერმინი უნდა გავიაზროთ არა როგორც ფორმალური სახელი, არამედ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ მომსახურების იმ ტიპზე, რომელსაც იგი გვთავაზობს. იგი უნდა მოიცავდეს ხელისუფლების ყველა განშტოებას და დონეს ადგილობრივი მთავრობისა და არჩეული ორგანოების ჩათვლით, ასევე დაწესებულებებს, რომლებიც კანონით დადგენილი მანდატით მუშაობენ, ნაციონალიზირებულ საწარმოებს და საზოგადოებრივ კორპორაციებს, კვაზი-არასამთავრობო ორგანიზაციებს, იურიდიულ და კერძო ორგანიზაციებს, რომლებიც ასრულებენ საზოგადოებრივ ფუნქციებს (როგორიც არის გზების აღდგენა, რკინიგზის შეკეთება და ა.შ.). ამ ჯგუფში შეიძლება კერძო ორგანიზაციებიც გავაერთიანოთ, თუკი ისინი ფლობენ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც შეამცირებს საფრთხეს, რომელიც ემუქრება საზოგადოებრივ ინტერესებს. ასევე სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციებიც უნდა დაემორჩილონ ინფორმაციის თავისუფლების კანონს, რომელიც ამ დოკუმენტში ჩამოთვლილ პრინციპებზეა დამყარებული.
    Source: მენდელი ტობი. გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტები,-თავისუფლების ინს-ტი, თბ. 2004
  2. ტერმინი მოიცავს ხელისუფლების ყველა განშტოებასა და დონეს ადგილობრივი მთავრობისა და არჩეული ორგანოების ჩათვლით, ასევე დაწესებულებებს, რომლებიც კანონით დადგენილი მანდატით მუშაობენ, ნაციონალიზირებულ საწარმოებსა და საზოგადოებრივ კორპორაციებს, კვაზი-არასამთავრობო ორგანიზაციებს, იურიდიულ და კერძო ორგანიზაციებს, რომლებიც ასრულებენ საზოგადოებრივ ფუნქციებს (როგორიცაა: გზების აღდგენა, რკინიგზის შეკეთება და ა.შ.). ამ ჯგუფში შეიძლება მოვიაზროთ კერძო ორგანიზაციებიც, თუ ისინი ფლობენ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც შეამცირებს საფრთხეს, რომელიც ემუქრება საზოგადოებრივ ინტერესებს.
    Source: გამოხატვის თავისუფლება: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის განხორციელება: გზამკვლევი / [ავტ.: მონიკა მაკოვეი; მთარგმნ.: ლაშა ჭელიძე და სხვ.; რედ.: ლაშა ჭელიძე]. - [თბ.: ევროპის საბჭო, 2005] (შპს „პეტიტი“).
  3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლით გათვალისწინებული ორგანო, დაწესებულება ან პირი.
    Source: თავისუფლება №9, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2002წ.
  4. საჯარო დაწესებულება სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულებაა, აგრეთვე პირი, რომელიც კანონმდებლობის ან ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო დაწესებულების სახელით ასრულებს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს; საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფინანსებას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან.
    Source: სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ.: ALPE], 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9