1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბაა ბად ბავ ბაზ ბაკ ბალ ბან ბაპ ბარ ბას ბაქ ბაშ ბაჩ ბაჰ

ბაპტისტები

Gk. ბაპტიძო „ვნათლავ წყლით’’
სახელწოდების ძირი ბერძნულია და ნიშნავს წყლით ნათლობას, კონკრეტულად - შთაფლვით ანუ ჩაყვინთვით ნათლობას. ამდენად, ბაპტისტების სულიერ ცხოვრებაში ყურადღება ძირითადად რწმენით ნათლისღებაზეა გადატანილი; იგი შთაფლვით უნდა შესრულდეს. რიტუალი, თუ მდინარეზე გასვლის საშუალება არ არის, სრულდება ბაპტისტერიაში ანუ ეკლესიის დარბაზში გაკეთებულ აუზში ხელდასხმული მსახურის (დიაკვნის, ხუცესის, ეპისკოპოსის) მიერ. ბაპტისტური ლიტურგია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია. იგი, რიგორც წესი, არეკლავს ადგილობრივი კულტურის თავისებურებებს. ზოგადი თარგი ასეთია: შესავლისა და დასასრულის ლოცვები (რომლებიც ან სპონტანურია, ან წინდაწინ შედგენილი), რწმენის დამოწმება (მრწამსი), „სიტყვის ლიტურგია’’, ქადაგება, ევქარისტია, კურთხევა. ინათლებიან მხოლოდ მორწმუნენი, ე.ი. მოწიფულ ასაკში, როდესაც ადამიანს ჩამოუყალიბდება ნაბიჯის დამოუკიდებლად გადადგმის უნარი.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9