1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სეგ სევ სეზ სეი სეკ სელ სემ სენ სეპ სერ სეს სეფ სექ სეც

სევერიანობა

ეფუძნება სევეროზ ანტიოქიელი პატრიარქის (V-VI) მოძღვრებას, რომელსაც ლიბერალურ, ე.ი. ზომიერ ფრთად მიიჩნევენ და თვლიან, რომ იგი შედარებით ახლოსაა დიოფიზიტურ თვალსაზრისთან. მართალია, სევეროზიც ერთ ბუნებას აღიარებდა ქრისტეში, მაგრამ ქადაგებდა, რომ ღვთაებას მთლიანად არ შთაუნთქავს კაცებრივი - მხოლოდ არსებითობა დაუკარგა მას. სამაგიეროდ შეუნარჩუნა თვისებები. ასე რომ, სევეროზი იესოს პიროვნებაში ასხვავებდა ანუ ერთმანეთისაგან მიჯნავდა ადამიანურ და ღვთიურ თვისებებს; სწამდა, რომ მაცხოვრის ხორცი აღდგომამდე იყო ჩვენი მსგავსი, - ხრწნადი. ამის გამო მოწინააღმდეგეებმა სევერიანებს ,,ხრწნისთაყვანისმცემლები’’ (,,ფთარტოლატრაი’’) შეარქვეს.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9