1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სეგ სევ სეზ სეი სეკ სელ სემ სენ სეპ სერ სეს სეფ სექ სეც

სექსუალური ძალადობა

  1. წარმოადგენს ქალის რეპროდუქციის და სქესობრივი ცხოვრების თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის უფლებების დარღვევას.
    Source: გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება (სტუდენტის სახელმძღვანელო): ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო. – 2002
  2. სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ.
    Source: ოჯახური ძალადობა - შენ გიცავს კანონი:[პუბლიკაცია მომზადებულია UNIFEM TRUST FUND-ის პროექტის „უწყებათშორისო და საზოგადოებრივი ზომები ოჯახური ძალადობის აღმოსაფხვრელად საქართველოში: გაერთიანებული ძალები],– დაიბეჭდა „ქალთა პოლიგრაფიული სერვისში“, – 2008
  3. ბავშვების ან ქალების მიმართ (ან თუნდაც კაცების) ფართოდ გავრცელებული ფენომენია ჩვენს საზოგადოებებში. შემთხვევათა უმეტესობას ადგილი აქვს სახლებში და კერძო ადგილებში და არა ქუჩებში, ბევრის რწმენის საწინააღმდეგოდ. თავდამსხმელებს მსხვერპლი ხშირად იცნობს და ისინი ბოროტად სარგებლობენ ნდობით, რომელსაც ისინი ღებულობენ დანაშაულის ჩადენამდე. მსხვერპლის უმეტესობა არ აცხადებს დანაშაულის შესახებ ან ამას მრავალი წლის შემდეგ აკეთებენ. ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს, ხშირად ურთიერთდაკავშირებული, და სიტუაციასთან დაკავშირებული: დამნაშავის ვინაობა, შეურაცხყოფის ბუნება (ხანგრძლივობა და სიხშირე), მსხვერპლის ვინაობა და ა.შ. შეიძლება მოხდეს ისე, რომ მსხვერპლი იყოს ძალიან ახალგაზრდა და არ ესმოდეს რა ხდება ვიდრე ძალიან გვიან არ არის. და /ან მათ ესაჭიროებათ დახმარება და არავინ ჰყავთ ვისაც შეიძლება ენდონ. და /ან ისინი უყვებიან ამ ამბავს ვინმეს, ვისაც არ სჯერა მათი რაც ხშირად საკმაოდ ხდება ბავშვების შემთხვევაში. და/ან ისინი განიცდიან სირცხვილის, დანაშაულის გრძნობას, და/ან ემუქრებიან და ხდება მათი მანიპულირება დამნაშავეების მხრიდან. შემთხვევათა უმრავლესობაში დამნაშავე ოჯახის წევრია.
    Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9