1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სეგ სევ სეზ სეი სეკ სელ სემ სენ სეპ სერ სეს სეფ სექ სეც

სექტა

  1. ამ ტერმინს დღეისათვის სულ ცოტა ორი მნიშვნელოვნელობა მაინც გააჩნია - თეოლოგიური და სოციოლოგიური. ლათინური სიტყვა „secta“ სკოლას, სწავლებას ნიშნავს. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად იგი მომდინარეობს სიტყვიდან sequi=მიმდევრობა. თუმცა, არსებობს სხვა მოსაზრებაც. Aამ უკანასკნელის მიხედვით, მის საფუძველს წარმოადგენს არა სიტყვა sequi, არამედ “secare” რაც გამოყოფას, გამოცაკლკევებას აღნიშნავს. თავდაპირველად სექტას მხოლოდ თეოლოგიური დატვიერთვა გააჩნდა. იგი დიდი რელიგიური გაერთიანებიდან რაღაც საფუძველზე გამოყოფილი, მცირერიცხოვანი ჯგუფის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. Gგამოყოფილ ჯგუფებს შორის განსხვავების ზრდის კვალობაზე, სიტყვა სექტის მნიშვნელობაც გაფართოვდა და მან თეოლოგიურთან ერთად გარკვეული სოციოლოგიური შეფერილობაც შეიძინა. Aამ უკანასკნელის შესაბამისად სექტა გულისხმობს ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ახალ კულტურას, ღირებულებებსა და ცხოვრების წესს ამკვიდრებს საზოგადოებაში. Aამასთან, აღნიშნული ჯგუფი, თავის თავს განიხილავს არა როგორც საზოგადოების შემადგენელ ნაწილს, არამედ როგორც მასთან დაპირისპირებულ ძალას. საზოგადოდაც, შეიძლება ითქვას, რომ დღეისთვის სექტა წარმოადგენს დაპირისპირების შედეგს არა იმდენად რელიგიურ ურთიერთობათა სფეროში, რამდენადაც საზოგადოებრივში. საქმე ისაა, რომ სექტა თავისი ქმედებებით დისონასში მოდის, არა მარტო იმ რელიგიურ გაერთიანებასთან, რომლის წიაღშიც იგი წარმოიშობა, არამედ მთლიანად საზოგადოებასთან. ცნობილია, რომ ბალანსი, რომელიც ჯგუფებს შორის ურთიერთობისას მიიღწევა, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ შინაგან, ხშირ შემთხვევაში გაუცნობიერებელ შეთანხმებაზე, რასაც შეიძლება საერთო მსოფლმხედველობრივი კონსენსუსი ეწოდოს. სექტა, რომელიც უპირისპირდება კონკრეტულ მსოფლმხედველობას, უპირველეს ყოვლისა წინააღმდგებაში მოდის სწორედ ჯგუფებს შორის მიღწეულ ამგვარ საერთო მსოფლმხედველობრივ კონსენსუსთან, ანუ მულტიკულტურული რეალობის პირობებში ჩამოყალიბებულ იმ ბალანსთან, რომლის დაცვაც აუცილებელია მსგავსი საზოგადოების შემდგომი არსებობისათვის.
    Source: დადუნაშვილი ელგუჯა და სხვ., აბაშიძე ლევან, გოგიბერიძე გია. რელიგიურ ურთიერთობათა რეგულირების ზოგიერთი ასპექტი (სექტა) / [ავტ.: ელგუჯა დადუნაშვილი, ლევან აბაშიძე, გია გოგიბერიძე] ; კავშირი "ჰუმან. საზ.", ფრიდრიხ ებერტის ფონდი - თბ., 2002,

  2. ლათინური სიტყვაა და ძირეული შინაარსით გამოყოფას, ჩამოჭრას, მოკვეთას ნიშნავს, მეორეული აზრით - სკოლას, მიმდინარეობას. ანტიკურ ეპოქაში სექტებს უწოდებდნენ ფილოსოფიურ სკოლებს, რომელთა შეხედულებები განსხვავდებოდა საყოველთაოდ აღიარებული და გაზიარებული მოძღვრებისაგან. თეოლოგიური და ეკლესიოლოგიური პოზიციითაც, სექტა ეწოდება ეკლესიასთან დაპირისპირებულ ორგანიზაციას, რომელიც უგულვებელყოფს დანარჩენი საზოგადოების ღირებულებებს და კონფლიქტშია ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებთან. სექტანტობის საფუძველი არის ერესი (მწვალებლობა) და სქიზმა (რასკოლი). პირველი ეკლესიის ერთიან მოძღვრებასთან (დოგმატთან) დაპირისპირებას, ე.ი. ახალ თეორიას, ახალ თვალსაზრისს, წვალებას ნიშნავს, მეორე- კანონიკისა და ლიტურგიკის, ე.ი. სარწმუნოებრივი ცხოვრების (პრაქტიკის) წეს-განგებათა საფუძველზე აღმოცენებულ უთანხმოებას, რომელიც ეკლესიის გაყოფით მთავრდება (იხ. ქვემოთ ,,დიდი სქიზმა“). სექტა, როგორც წესი, ერესის ნიშნებსაც შეიცავს და სქიზმისასაც ანუ ეკლესიასთან მოძღვრებითაც დაპირისპირებულია და ორგანიზაციითაც. რადგან სექტა წინააღმდეგობაშია იმ საზოგადოებასთან, სადაც ეკლესია ბატონობს, მისი წევრები საზოგადოებრივ საქმიანობაში მეტწილად არ მონაწილეობენ; ემიჯნებიან განათლების სისტემას (სახელმწიფო სასწავლებლებს), ზურგს აქცევენ კულტურულ ღონისძიებებს, უარს ამბობენ თეატრზე, მუსიკაზე, სპორტზე და ა.შ. ასე ყალიბდება სექტანტური ცნობიერება, რაც, ცხადია, მხოლოდ კონკრეტული სექტების პრობლემა არ არის. ასეთი ცნობიერება ეკლესიაშიც ადვილად იკიდებს ფეხს და მის წიაღში სექტანტურ ჯგუფებს აყალიბებს, - სექტანტურ ცნობიერებას ნერგავს. ნ. სმელზერი სექტის კლასიკურ ნიმუშად ,,იეჰოვას მოწმეებს’’ ასახელებს, აგრეთვე მორმონებს.
    Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002,

  3. ტრელჩის თანახმად, ეწოდება ორგანიზაციას, რომელიც უარყოფს დანარჩენი საზოგადოების ღირებულებებს და კონფლიქტშია მის კულტურასა და ტრადიციებთან. როგორც წესი, სექტები წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც ეკლესიის წარმომადგენელთა მცირე ჯგუფი უკმაყოფილოა ტრადიციული რიტუალებით, ამიტომ შორდება მას და ქმნის ახალ რელიგიას. ვინაიდან ამგვარი ჯგუფი თავის თავს უპირისპირებს საზოგადოებას, სადაც ეკლესიაა გაბატონებული, სექტის წევრები ხშირად არ მონაწილეობენ მის ცხოვრებაში. მაგალითად ამიშები თავიანთი შვილების საოჯახო განათლებას ანიჭებენ უპირატესობას იმის შიშით, რომ სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემა შელახავს მათი რწმენის სიწმინდეს. ანალოგიურად, როდესაც “ქრისტიანული მეცნიერების” სწავლების მიმდევრები სიმსივნის მკურნალობისას უარს ამბობენ დასხივებაზე და ეწირებიან დაავადებას, რომლის განკურნება შესაძლებელი იყო, ისინი მხოლოდ თავიანთი სექტის მითითებებს ასრულებენ, რომელთა მიხედვითაც, ღმერთის ღრმა რწმენა ნებისმიერ დაავადებას განკურნავს.
    Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9