1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სიბ სიდ სივ სით სიკ სილ სიმ სინ სიო სის სიტ სიუ სიქ სიღ სიყ სიც სიძ

სიკვდილით დასჯა

  1. სასჯელის განსაკუთრებული ზომა.
    Source: ნიკოლაიშვილი გელა. ადამიანის უფლებები საქართველოში : კრიტიკული ანალიზი / გაეროს განვითარების პროგრამა-საქართველო - თბ., 1998,

  2. ტრადიციულად, ადამიანის საერთაშორისო უფლებები აღიარებს სახელმწიფოების უფლებას გამოიყენოს სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის უმაღლესი ზომა, გარკვეული დანაშაულებისთვის, რომელთა განაჩენსაც გამოიტანს კომპეტენტური სასამართლო. თუმცა ამჟამად საერთაშორისო სამართალი არაორაზროვნად გმობს სიკვდილით დასჯას. მეოცე საუკუნის დასასრულისთვის პოლიტიკური გარემო უკვე ისეთი იყო, რომ საერთაშორისო უწყებათა უმრავლესობამ მიიღო სიკვდილით დასჯის გაუქ მებასთან დაკავშირებული ოქმები და კონვენციები. თუმცა ამგვარი ქმედება ჯერ არ განუხორციელებია ყველა სახელმწიფოს. მაგალითად, სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ ნაწილში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ აშკარად გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოების შეხედულებას სიკვდილით დასჯაზე – მე-6 მუხლში მოცემულია მიმართვა იმ სახელმწიფოებისადმი, სადაც ჯერ კიდევ მოქმედებს ასეთი სასჯელი, რომ აღნიშნულმა სახელმწიფოებმა სიფრთხილით მიმართონ სასჯელის ამგვარი ზომის შეფარდებას. მე-6(6) მუხლში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ არ უნდა განხორციელდეს რაიმე ისეთი, რაც „ხელს შეუშლის წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე მონაწილე სახელმწიფოს სასჯელის უმაღლესი ზომის გაუქმებაში“. მე-6 ზოგად შენიშვნაში ადამიანის უფლებათა კომიტეტი სახელმწიფოთა ანგარიშებიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ გაუქმებასთან დაკავშირებული პროგრესი საკმაოდ არაადეკვატურია (პ. 6). კომიტეტი ასევე ფიქრობს, რომ თუმცა სახელმწიფოები არ არიან ვალდებულნი სრულიად გააუქმონ სიკვდილით დასჯა, მაგრამ მათ უნდა შეზღუდონ აღნიშნული ზომის გამოყენება და მიმართონ მას მხოლოდ ძალიან მძიმე დანაშაულებისას (პარაგ. 6). სიკვდილით დასჯა უნდა იყოს „დიდი გამონაკლისი“ და მოიცავდეს შესაბამის დამცავ მექნიზმს სასამართლო განხილვისას. სიკვდილმისჯილს უნდა ჰქონდეს საქმის გადასინჯვის და პატიების ან განაჩენის შეცვლის მოთხოვნის უფლება (პ. 7). ფაქტიურად, როგორც ამას გვიჩვენებს აფრიკულ კომისიაში წარდგენილი საჩივრები, სიცოცხლის უფლება ირღვევა, როცა ინდივიდი ისჯება ისეთი განაჩენის საფუძველზე, რომელიც გამოტანილია სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების დარღვევით.
    Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9