1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სიბ სიდ სივ სით სიკ სილ სიმ სინ სიო სის სიტ სიუ სიქ სიღ სიყ სიც სიძ

სინანული

სულიერი გზის დასაწყისის აღმნიშვნელია. ბერძნული ტერმინი metanoia, „გონების შეცვლას” ნიშნავს. სინანული, თავისი ჭეშმარიტი არსით, არა ნეგატიური, არამედ პოზიტიურია და ნიშნავს არა საკუთარი თავის შეცოდებას ან სიბრალულს, არამედ მთელი საკუთარი ცხოვრების ცვლილებასა და მის ცენტრში წმ. სამების დაყენებას. ის ნიშნავს არა უკან მოხედვას დანანებით, არამედ წინ ყურებას იმედით, არა მზერის მიპყრობას ქვევით, საკუთარი მანკიერებებისაკენ, არამედ ზევით, ღმერთის სიყვარულისაკენ. სინანული არ ნიშნავს იმის ხედვას, თუ როგორი შეიძლებოდა ვყოფილიყავით და ვერ გავხდით, არამედ, იმისა, თუ ვინ შეიძლება გავხდეთ საღმრთო მადლით და ვიმოქმედოთ იმის მიხედვით, რასაც ვხედავთ. გვქონდეს სინანული, ნიშნავს დავინახოთ ნათელი. ამ აზრით ის არა ერთჯერადი აქტი და პირველგადადგმული ნაბიჯი, არამედ განგრძობითი მდგომარეობა, გულისა და ნების დამოკიდებულებაა, რომლის უწყვეტად განახლება სიცოცხლის ბოლომდეა საჭირო.
Source: ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9