არასამთავრობო ორგანიზაცია ,,Amnesty International” განასხვავებს ,,სისნდისის პატიმრებს“, როგორც პიროვნებებს, რომლებიც დაპატიმრებულნი არიან მათი რწმენის, შეხედულების ან ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის გამო. ადამიანის უფლებათა დამცველები მოითხოვენ ,,სინდისის პატიმართა“ უპირობო გათავისუფლებას.
Source: ნიკოლაიშვილი გელა. ადამიანის უფლებები საქართველოში : კრიტიკული ანალიზი / გაეროს განვითარების პროგრამა-საქართველო - თბ., 1998,
,,საერთაშორისო ამნისტიის“ მიერ დამკვიდრებული ცნებაა და გულისხმობს იმ პირებს, რომლებიც დაკავებულნი არიან საკუთარი რწმენის გამოხატვისათვის, რასობრივი, რელიგიური, პარტიული, ენობრივი, ეთნიკური, სქესობრივი ან სექსუალური ორიენტაციის ან კუთვნილებისათვის, იმ პირობით, რომ ისინი არ იყენებენ, ან არ იცავენ ძალადობას
Source: ბებერაშვილი ზურაბ გზა უფლებებისაკენ : [სახელმძღვ. ზოგადსაგანმ. სკოლის მე-8 კლ.] / ავტ.: ზურაბ ბებერაშვილი, ნინო ბესელია, ნინო მახაშვილი და სხვ. ; [რედ.: მარიამ მიქაშავიძე ; მხატვ.: ბუბა ოჩიაური] - თბ., 2002