1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სიბ სიდ სივ სით სიკ სილ სიმ სინ სიო სის სიტ სიუ სიქ სიღ სიყ სიც სიძ

სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა

დამნაშავის მხილება და კანონის სწორი გამოყენებით მისი სამართლიანად დასჯის უზრუნველყოფა. დანაშაულის ჩადენის გამო დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს ჩადენილი ქმედებისათვის, ხოლო სახელმწიფოს უფლება ეძლევა, პასუხი აგებინოს დამნაშავეს, შეუფარდოს მას კანონით გათვალისწინებული სასჯელი. ამ უფლებამოსილებას სახელმწიფო ახორციელებს სპეციალური ორგანოების მეშვეობით, რომლებიც კანონით დადგენილი წესით აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს, ატარებენ წინასწარ გამოძიებას, პასუხისგებაში აძლევენ და სჯიან დამნაშავეს.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9